
ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
"ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა ატაცში 217 კილოგრამი დასძლია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
აკვრაში კი ტალახაძემ 250 კგ აწია და საერთო ჯამში 467 კილოგრამის დაძლევით ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა", - აცხადებენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში.