30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
09.04.2017 / 09:04
შრიფტის ზომა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი მოეწყობა

ახალი მოფრენის ტერმინალს ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი ექნება. ხიდი ორ გასასვლელიანი იქნება და ერთდროულად ორ C ტიპის ავიახომალდს (B727, B737, MD-80, A320) მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას tav georgia ავრცელებს. მათი ცნობით, ხიდის თითოეული გასასვლელის მაქსიმალური გაშლა 39 მეტრია.

ხიდი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების განათებისა და საბურავების ავარიული გათიშვის ავტომატური სისტემებით, ინფრაწითელი სენსორებითა და დამატებითი სახანძრო გასასვლელით. ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში, 5 ჩასხდომის ხიდი ექნება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ახალი თაობის ჩასხდომის ხიდებს მსოფლიოს სხვადასხვა ახალაშენებულ აეროპორტებში იყენებენ. მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გასული წლის ზაფხულში დაიწყო და მისი დასრულება 2017 წლის ბოლოს იგეგმება. ახალი ტერმინალის ფართობი 12 000 კვადრატული მეტრი იქნება. მისი ამოქმედების შემდეგ აეროპორტი წელიწადში 3,5 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი მოეწყობა | Allnews.Ge