თბილისში მამამ შვილი მოკლა | Allnews.Ge

თბილისში მამამ შვილი მოკლა

ორთაჭალაში მამამ შვილი მოკლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მოტივად შელაპარაკება სახელდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 11-108-ე (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.