31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
11.04.2017 / 13:04
შრიფტის ზომა:

"ფრესკოს" ადმინისტრაცია ქალების გასახდელში კამერების არსებობას ადასტურებს

"ფრესკოს" ადმინისტრაცია ქალების გადახდელში ვიდეოკამერების არსებობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს სუპერმარკეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მარიამ აფრიდონიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კამერების შესახებ ინფრომაცია ფრესკოს ყოფილ თანამშრომლებსაც ჰქონდათ.

"ჩვენს თითოეულ თანამშრომელს ჰქონდა და აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალების გასახდელში კამერებია.  ეს არ არის ფარული თვალთვალი ან მიყურადება. ეს კამერა ძალიან ღია ადგილასაა განთავსებული," - განმარტა მან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მარიამ აფრიდონიძის თქმით, კამერები უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო განთავსდა.

"ქალების გასახდელში ძალიან ბევრი ქურდობა ხდებოდა და ამასთან ერთად თანამშრომელ გოგონებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არაერთხელ დაფიქსირდა, იმისათვის, რომ ეს აღმოგვეფხვრა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე გვეფიქრა, 2016 წლის 19 თებერვლის ბრძანების მიხედვით, დავაყენეთ კამერა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი დაცვის სამსახურში მხოლოდ ქალები არიან და ამ მასალაზე წვდომა მხოლოდ ქალბატონებს აქვთ. დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს, ჩვენი ბრძანების მიხედვით, აღნიშნულ მასალაზე წვდომის უფლება არ აქვთ" - განმარტავს მარიამ აფრიდონიძე.

ყოფილი თანამშრომლები "ფრესკოს" გასახდელებში კამერების დამონტაჟებაში ადანაშაულებენ

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ფრესკოს" ადმინისტრაცია თანამშრომელი ქალების მიმართ თვალთვალსა და ფარულ მიყურადებას ახორციელებდა. აქვე იკვეთება, რომ სუპერმარკეტების ქსელის გასახდელების უმეტეს ნაწილში კამერა არის მხოლოდ ქალების განყოფილებაში, რაც იმთავითვე აჩენს პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის ეჭვს, რომელიც შესაძლოა, ატარებდეს სექსუალური შევიწროების ხასიათს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წვდომა ვიდეო მასალაზე აქვს ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს, (მამაკაცებს და ქალებს). თანამშრომელ ქალებს არაერთხელ გაუგიათ საგანგებოდ დაკეტილი დაცვის ოთახიდან სიცილის ხმები, მაშინ როდესაც გასახდელებით გოგონები სარგებლობდნენ. გასახდელების თვალთვალის და ვიდეო კადრების ხელმისაწვდომობას ადასტურებენ "ფრესკოს" დაცვის ყოფილი თანამშრომლებიც.

მკითხველის კომენტარები
(21)

ნინოოო
22 სექტემბერი , 2017 13:09

რა გეშველებაააა. ტფუი

თენგიზ-ს
13 აპრილი , 2017 09:04

მარტო ფრესკომ იცის ქურდობის და ჩხუბის პრევენცია? არის ადგილები სადაც გადაღება უბრალოდ არ შეიძლება. რა სისულელეა, ვინ ებრძვის

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ფრესკოს" ადმინისტრაცია ქალების გასახდელში კამერების არსებობას ადასტურებს | Allnews.Ge