
უამინდობის გამო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა გუშინ დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო და თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
სეტყვა საკმაოდ ინტენსიური იყო. დაისეტყვა ქალაქი საგარეჯო, სოფლები ჩაილური და კაკაბეთი, ასევე სოფელ ბუღდიანში საცხოვრებელი სახლების დატბორვის გამო საჭირო გახდა სახანძრო სამაშველო სამსახურის გამოძახება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა განაცხადა, წინასწარი ინფორმაციით დასეტყვილ ადგილებზე სხვადასხვა ნათესები მინიმუმ 50%-ით არის დაზიანებული. "დასეტყვილი ადგილები დაზიანებულია მინიმუმ 50 პროცენტით. მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ვიმსჯელებთ რისი გაკეთება შეგვიძლია", - აღნიშნა გზირიშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გარდაიცვალა ორი და დაშავდა ორი ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხის მოსპობა გამოიწვია.
მკითხველის კომენტარები
(0)