07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავარიაში პოლიციის ავტომანქანაც ფიგურირებს | Allnews.Ge

მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავარიაში პოლიციის ავტომანქანაც ფიგურირებს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში პოლიციის ავტომანქანაც ფიგურირებს. როგორც შსს-ში განაუხადეს, შსს-ს ავტომანქანა ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაზიანდა.

შსს-ში განმარტავენ, რომ პირველადი ინფორმაციით, ერთმანეთს "ბე ემ ვეს" და "მერსედესის" მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, რის შემდეგაც ერთი ავტომობილი შსს-ს ავტომობილს შეეჯახა. შსს-ში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შსს-ს კუთვნილ ავტომანქანაში და დაშავდა თუ არა ვინმე.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

აღნიშნული ავარიის დროს ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხის მოსპობა გამოიწვია.