
ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელი მე-3 სართულის კიბიდან ჩამოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.