"ჯორჯიან ეარვეისი" ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. Allnews.ge ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის განცხადება გუშინ, თბილისი-მოსკოვის რეისზე, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი მიემართებოდა სავალი ბილიკიდან სადგომისკენ, სვლის დროს მოსახვევში მარჯვენა ბორბლით გადავიდა სავალი ბილიკიდან გრუნტზე და გაჩერდა. მგზავრების გადაყვანის მიზნით იმავე ადგილზე მიადგეს ტრაპი და ავტობუსების მეშვეობით მგზავრები გადაიყვანეს ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში.
არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისათვის არ წარმოადგენდა.
ამის შემდეგ თვითმფრინავი გადაიყვანეს სადგომზე. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ წუთამდე მინდინარეობს შემოწმება, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ინციდენტი. მოსკოვიდან მომავალი მგზავრებისთვის თბილისიდან გუშინვე გაიგზავნა თვითმფრინავი და აღნიშნული მგზავრები თბილისში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ".