ქვეითმა ინსპექტორებმა პირველი ჯარიმა გამოწერეს
დღეიდან ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ. ინსპექტორებმა პირველი, 80 ლარიანი ჯარიმა იორდანიის მოქალაქეს გამოუწერეს.
დედაქალაქის ქუჩებში "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები აპრილის დასაწყისში გამოჩნდნენ, თავდაპირველად ისინი მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიდნენ და მოსალოდნელი ჯარიმების შესახებ აფრთხილებდნენ.
ნაგვის დაყრაზე ჯარიმების ოდენობა განისაზღვრა
ინსპექტორები პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტურისტულ ზონებში, პარკებში, სკვერებში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში იმოძრავებენ, სადაც დანაგვიანების შემთხვევები ხშირია.