
46-წლიანი ტრადიცია არც წელს დარღვეულა - მსოფლიო "დედამიწის დღეს" აღნიშნავს. "დედამიწის დღის" მთავარი მიზანი გარემოს დაცვა და დასუფთავებაა, ის პირველად 1970 წლის 22 აპრილს აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები საქართველოს დედაქალაქის პარალელურად და მის სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართა. ამერიკის საელჩოს ორგანიზებითა და ინიციატივით დასუფთავების აქცია მოეწყო ვაკის პარკში. ვაკის პარკში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქოთნებში სხვადასხვა მცენარეები დარგეს. ასევე, პლასტმასის ბოთლები შეაგროვეს.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციურ დაწესებულებაში "დედამიწის დღის" აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში მსჯავრდებულების მიერ დაწესებულების ეზოში 150-ამდე ყვავილი და ბუჩქი დაირგო.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და აპარატის თანამშრომლებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ერთად "დედამიწის დღესთან" დაკავშირებით თბილისში, ტოლერანტობის სკვერში "წითელ წიგნში" შეტანილი კოლხური ბზის ნერგები დარგეს.
ეს დღე გამწვანების აქციით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც. ჯარისკაცებმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის "კრწანისის" ტერიტორიაზე, წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის ეზოში მარადმწვანე ხეები დარგეს.
ქუთაისში "დედამიწის დღე" დასუფთავების აქციით აღნიშნეს. აქციაში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
საქართელოში "დედამიწის დღე" პირველად 1990 წელს აღინიშნა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
46-წლიანი ტრადიცია არც წელს დარღვეულა - მსოფლიო "დედამიწის დღეს" აღნიშნავს. "დედამიწის დღის" მთავარი მიზანი გარემოს დაცვა და დასუფთავებაა, ის პირველად 1970 წლის 22 აპრილს აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები საქართველოს დედაქალაქის პარალელურად და მის სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართა. ამერიკის საელჩოს ორგანიზებითა და ინიციატივით დასუფთავების აქცია მოეწყო ვაკის პარკში. ვაკის პარკში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქოთნებში სხვადასხვა მცენარეები დარგეს. ასევე, პლასტმასის ბოთლები შეაგროვეს.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №16 პენიტენციურ დაწესებულებაში "დედამიწის დღის" აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში მსჯავრდებულების მიერ დაწესებულების ეზოში 150-ამდე ყვავილი და ბუჩქი დაირგო.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და აპარატის თანამშრომლებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ერთად "დედამიწის დღესთან" დაკავშირებით თბილისში, ტოლერანტობის სკვერში "წითელ წიგნში" შეტანილი კოლხური ბზის ნერგები დარგეს.
ეს დღე გამწვანების აქციით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც. ჯარისკაცებმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის "კრწანისის" ტერიტორიაზე, წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის ეზოში მარადმწვანე ხეები დარგეს.
ქუთაისში "დედამიწის დღე" დასუფთავების აქციით აღნიშნეს. აქციაში ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
საქართელოში "დედამიწის დღე" პირველად 1990 წელს აღინიშნა.
მკითხველის კომენტარები
(0)