26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
25.04.2017 / 11:04
შრიფტის ზომა:

რა გემუქრებათ საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომისას ახალი რეგულაციების მიხედვით

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესული ცვლილებებით, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისას პირს მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოერთმევა. ამის შესახებ, რადიო პალიტრას გადაცემა "საქმეში" "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.

"პირს, რომელიც ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავს, მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოერთმევა.

იმ შემთხვევაში კი თუ პირს მართვის მოწმობის დაბრუნება 1 წელზე ადრე სურს, შეუძლია ჩამორთმევიდან 3 თვის გასვლის შემდეგ მართვის მოწმობის გამოცდა ახლიდან ჩააბაროს ან საპატრულო პოლიციის დირექტორს განცხადებით მიმართოს. იმ შემთხვევაში თუ დირექტორი გადაწყვეტს, რომ მოქალაქე პატიოსანი მძღოლია და მოძრაობის წესებს არ არღვევს, პირი ჯარიმას - 1 000 ლარის ოდენობით გადაიხდის და მართვის მოწმობას დაიბრუნებს,"- განაცხადა ლალიაშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე თქმით, ცვლილებების თანახმად, ქულების ჩამოკლება ხდება მხოლოდ ავტომობილის გათხოვების შემთხვევაში. კერძოდ, 30 ქულა ჩამოაკლდება ავტომობილის მფლობელს, რომელიც ავტომანქანას სხვა პირს ათხოვებს, ის კი ნასვამი აღმოჩნდება საჭესთან. თავად მძღოლს კი, ვინც ალკოჰოლური სიმთვრალის დროს მართავდა ავტომობილს, მართვის მოწმობა1 წლით ჩამოერთმევა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ქვეყანაში 100-ქულიანი მართვის მოწმობის სისტემის დანერგვას. ახალი ქულათა სისტემა 1 ივლისიდან შევა ძალაში.

მკითხველის კომენტარები
(5)

პატრონი მანქანის
26 აპრილი , 2017 09:04

მანქანა პატრონის სახელზეა მართვის მოწმობა არ აქვს. მაგრამ ოჯაში მართვის მოწმობა აქვს სხვას, ქულებს როგორ ჩამოაკლებენ პატრონს ?

DDD
26 აპრილი , 2017 07:04

"30 ქულა ჩამოაკლდება ავტომობილის მფლობელს, რომელიც ავტომანქანას სხვა პირს ათხოვებს, ის კი ნასვამი აღმოჩნდება საჭესთან" - სადაა განმარტებითი ნაწილი? ე.ი. მე თუ მანქანა გავყიდე, მაგრამ არ გადავაფორმე და ახალმა მფლობელმა დალია, მე უნდა ქულები ჩამომაკლდეს?<br />სისულელე არ არის ახლა ეს?.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა გემუქრებათ საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომისას ახალი რეგულაციების მიხედვით | Allnews.Ge