25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
01.05.2017 / 07:05
შრიფტის ზომა:

მძღოლები, რომლებიც წლის განმავლობაში მართვის მოწმობას 100 ქულით შეინარჩუნებენ, წახალისდებიან

მძღოლები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს არ დაარღვევენ და მართვის მოწმობას წლის განმავლობაში 100 ქულით შეინარჩუნებენ, სახელმწიფოსგან წახალისდებიან. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კატეგორიის მძღოლთა წახალისების ერთ-ერთი ფორმა შესაძლოა იყოს ავტომანქანის და სიცოცხლის შეღავათიანი პირობებით დაზღვევა, რა კუთხითაც სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებთან იმუშავებს.

გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძის თქმით, შესაძლოა, კანონმორჩილი მძღოლებისთვის სხვადასხვა პრიზი ან გათამაშებაც დაწესდეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ერთი მხრივ, ჩვენ შემოვიღეთ სანქცია, როდესაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლს მართვის მოწმობაზე აკლდება ქულა, მაგრამ მეორე მხრივ, იქნება ბევრი მძღოლი, რომელიც მოწესრიგებულად დადის და იცავს წესებს. ვფიქრობთ, სახელმწიფომ ასეთ მძღოლებსაც რაღაც უნდა უთხრას. უნდა უთხრას, პირველ რიგში, მადლობა, მაგრამ დამატებით შესაძლებელია, რომ ქულების სისტემა გამოვიყენოთ მათი წახალისებისთვისაც.

ჩვენ ვმსჯელობთ, რომ შესაძლებელი გახდეს ქულების სისტემის დაკავშირება სამედიცინო და ავტომობილის დაზღვევის პირობებთან, მუშაობა იქნება კერძო სადაზღვევო კომპანიებთან, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც წლის განმავლობაში არც ერთი ქულა არ ჩამოაკლდებათ, უფრო შეღავათიანი პირობები შესთავაზონ, როცა საქმე ეხება მათი მანქანებისა და ჯანმრთელობის დაზღვევას. ასეთი მძღოლები, ლოგიკურად გამოდის, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ უსაფრთხოებას, საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ ქონებას და სხვის უსაფრთხოებასა და სიცოცხლესაც.

მეორე, ვფიქრობთ ძალიან პოზიტიური იქნება, თუ ყოველწლიური წამახალისებელი აქციაც გვექნება. რა შეიძლება იყოს ეს წახალისება, ამაზე საფიქრალია: ეს შეიძლება იყოს გარკვეული მატერიალური წახალისება, შეიძლება სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად დააწესონ პრიზები, შეიძლება გათამაშება გაკეთდეს და ა.შ. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით, ახალი კანონმდებლობის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ გვექნება შედეგების პირველი ანალიზი, უკვე შესაძლებელი იქნება პირველი ნაბიჯები დავგეგმოთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლითაც სხვა ახალ რეგულაციასთან ერთად, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა შემოდის, პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა და ის ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.

რას მიექცევა ყურადღება სავალდებულო ტექდათვალიერების დროს

უკონტაქტო პატრული ქუჩებში შესაძლოა ტაქსის ნიშნის მქონე მანქანებით ან მიკროავტობუსით გამოჩნდეს

მკითხველის კომენტარები
(2)

აკაკი
03 მაისი , 2017 13:05

კარგი იქნება თU კანონმორჩIლ მძღოლებს . ყოველ მომდევნო წელზე ქულებს მოგვიმატებთ 100 ნაცვლად დავუშვათ 150 რომ გაგვიხადოთ

აბც
03 მაისი , 2017 10:05

როგორ უნდა გაარკვიო ავტომობილით ვსარგებლობ თუ არა როცა მართვის მოწმობა მაქვს?შეიძლება არ მყავს ავტომობილი და თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ ვსარგებლობ ან საერთოდ არ ვსარგებლობ მაშინ როგორ იქცევა სახელმწიფო?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მძღოლები, რომლებიც წლის განმავლობაში მართვის მოწმობას 100 ქულით შეინარჩუნებენ, წახალისდებიან | Allnews.Ge