საზოგადოება
26.09.2016 / 08:09
შრიფტის ზომა:

თსუ-ს რექტორმა "აუდიტორია 115"-ის სტუდენტებს რამდენიმე დაპირება მისცა

თსუ-ს რექტორმა "აუდიტორია 115"-ის სტუდენტებს რამდენიმე დაპირება მისცა

"აუდიტორია 115"-ის სტუდენტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გია შარვაშიძისგან, რამდენიმე დაპირება უკვე მიიღეს.

გია შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტში დაინერგება გარე რეფერირების მექანიზმი, სწავლებაში შემოვა მეცნიერება, რაც სტუდენტების მოთხოვნაა.

რექტორის თქმით, შედგება უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის შედგენაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სტუდენტები, ასევე "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები. შარვაშიძის თქმით, გარკვეული საკითხები დღეს აკადემიური საბჭოს სხდომაზე იქნება განხილული, რომელიც 16:00 საათზე გაიმართება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გია შარვაშიძესთან "აუდიტორია 115"-ის სტუდენტების შხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ის თსუ-ს შენობაში "აუდიტორია 115"-ში მიმდინარეობს. როგორც "აუდიტორია 115"-ის წევრმა სტუდენტებმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადეს, ისინი დიალოგის დაწყების წინააღმდეგი არ არიან, "თუმცა ძალიან ბევრი შეუსრულებელი დაპირება მიიღეს და რექტორის აღარ სჯერათ".

შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტში დაპირისპირება მოხდა. "აუდიტორია 115"-ის წევრებმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დღეს სწავლის დაწებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს. მათ უნივერსიტეტის კიბეებზე გაშალეს დიდი პლაკატი წარწერით "მოვითხოვთ განათლების რეფორმას. აუდიტორია 115".

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რას მიექცევა ყურადღება სავალდებულო ტექდათვალიერების დროს | Allnews.Ge

რას მიექცევა ყურადღება სავალდებულო ტექდათვალიერების დროს

ავტომობილების ტექდათვალიერება სამუხრუჭე სისტემის, საჭის მექანიზმის, მაშუქების, საქარე მინის, საბურავებისა და და ღვედების სისტემის გამართულობას მოიცავს- განაცხადა Allnews.ge-სთან სუბარში "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელმა ეკა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ტექდათვალიერება ევროპული სტანდარტების შესაბამისად ვერ განხორციელდება, რადგან ქვეყანაში არსებული ავტომობილების 50% 20 წელს გადაცილებულია.

"მეორე ნახევარი ათ წელზე მეტისაა და დაახლოებით 3%-ია ახალი," - განმარტავს ის და დასძენს, რომ ავტომობილების ტექდათვალიერებისთვის თანხა თავად მძღოლებმა უნდა გადაიხადონ, მისი ოდენობა კი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.

ამჟამად, ტექდათვალიერების განხორციელების უფლება 25 კომპანიას აქვს. აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენელი, გიორგი შიოლაშვილი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შემოწმებას დაახლოებით 120 000 ავტომობილი უნდა გადიოდეს, თუმცა, შესაძლოა, მათი ნაწილი ექსპლუატაციაში ახლა აღარ არის.

"შემოვიდა შვეიცარული კომპანია, რომელიც მოგვცემს რეკომენდაციებს, როგორ უნდა აღიჭურვოს კომპანიების შენობები და როგორი იქნება ტექნიკური ბაზა," - აღნიშნავს ლალიაშვილი და დასძენს, რომ ტექდათვალიერების განსახორციელებლად აკრედიტებულ კომპანიებს, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დაემატება.

შეგახსენებთ, რომ სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება.

 

მძღოლები, რომლებიც წლის განმავლობაში მართვის მოწმობას 100 ქულით შეინარჩუნებენ, წახალისდებიან

უკონტაქტო პატრული ქუჩებში შესაძლოა ტაქსის ნიშნის მქონე მანქანებით ან მიკროავტობუსით გამოჩნდეს