26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
25.03.2025 / 08:03
შრიფტის ზომა:

"ამ კვირის განმავლობაში, ტემპერატურის მომატებას ველოდებით" - მიმდინარე კვირის ამინდის ვრცელი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

"ამ კვირის განმავლობაში, ტემპერატურის მომატებას ველოდებით" - მიმდინარე კვირის ამინდის ვრცელი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცლად საუბრობს:

- გასულ კვირას არამდგრადი ამინდი გვქონდა, რაც ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და შავი ზღვის დასავლეთიდან შედარებით ნოტიო და თბილი ჰაერის მასებით იყო განპირობებული. ამიტომ, ყველგან წვიმდა. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც გათოვდა. ნალექი დასავლეთ საქართველოში 23 მარტსაც შენარჩუნდა. აღმოსავლეთ საქართველოში, შედარებით გამოიდარა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება მიმდინარე კვირას, ამინდს განსხვავებული სინოპტიკური სიტუაცია განაპირობებს. სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასების გავრცელებას ველოდებით. თუმცა, ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი ჰაერი საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებზე გავლენას მოახდენს. ამიტომ, ცალკეულ დღეებში არ არის გამორიცხული, ნალექი იყოს, რაც ტემპერატურაზე ვერ იმოქმედებს. ამ კვირის განმავლობაში, ტემპერატურის მომატებას ველოდებით.

დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირაში შესაძლოა, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ დაბლობ რაიონებში +20 გრადუსამდე მოიმატოს. მთიან რაიონებში +15, +17 გრადუსამდე, მაღალ მთაში +6, +11 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. თბილი და უნალექო ამინდი 25 მარტსაც შენარჩუნდება. მაგრამ, 26-27 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან სუსტი რაოდენობით ცივი ჰაერის მასების შემოსვლაა მოსალოდნელი. რაც უფრო მეტად ნალექზე იმოქმედებს. შესაძლებელია, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა იყოს, თუმცა მაქსიმალური ტემპერატურა, დაახლოებით, +20, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება. კვირის მეორე ნახევარში - 27-30 მარტს აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას უნდა ველოდოთ. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია, +28, +30 გრადუსამდე მოიმატოს. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სამორინეებსა და სიგარბარებში მოწევა არ აიკრძალება | Allnews.Ge

სამორინეებსა და სიგარბარებში მოწევა არ აიკრძალება

დახურული ტიპის შენობებიდან მოწევა სამორინეებსა და ე.წ. სიგარბარებში იქნება დაშვებული, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტზე მუშაობისას გაიზიარეს ბიზნესასოციაციების წამომადგენლების პოზიციები და არგუმენტები.

"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან და მათი პოზიციები და არგუმენტაცია გარკვეულწილად გავიზიარეთ კონკრეტულად სამორინეებსა და სიგარბარებთან მიმართებაში. რაც შეეხება სამორინეებს, აქ ძირითადად საუბარია იმაზე, რომ ეს არის სამასპინძლო ბიზნესის საკითხი, მისი კლიენტები, იგივე ბათუმში, ძირითადად, არიან უცხოელი სტუმრები და მათ კონკურენციას გაუწევდნენ სხვა ქვეყნებში არსებული კაზინოები, სადაც მოწევა დაშვებულია და შესაძლებელი იყო, რომ ამ ბიზნესს დიდი ზარალი მიეღო. იყო არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამორინეებში შედის შეზღუდული კონტიგენტი, იქ ბავშვებსა და არასრულწლოვნებს ისედაც არ უშვებენ.

მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ აქ საუბარია მხოლოდ სამორინეებზე, ანუ იმ დაწესებულებებზე, რომლებსაც აქვთ სამორინეს ლიზენცია, რაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. ანალოგიურად იქნება სიგარბარი, სადაც მხოლოდ სიგარის მოწევა იქნება შესაძლებელი. იქ არ იქნება დაშვებული საჭმელი, არამედ იქნება მხოლოდ სასმელი და სიგარა.

ასეთი ტიპის დაწესებულების გასახსნელად იქნება საჭირო ლიცენზია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერი კაფისთვის სიგარბარის დარქმევა, ეს ე.წ. ხვრელები რომ არ ყოფილიყო კანონმდებლობაში, ამიტომ აუცილებელი იქნება შესაბამისი ნებართვა და მოხდება მისი შემოწმება, რამდენად ხდება მისი დაცვა", - განაცხადა ზოიძემ.

როგრც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, მთავრობასთან ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა, მათი ზოგიერთი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული, ზოგი რამ კი მთავრობამ გაიზიარა და შესაბამისად, შეჯერდნენ იმ ვარიანტზე, რომელიც დღეს იქნება კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი მუხლობრივი განხილვისთვის.

რაც შეეხება მთავრობის შენიშვნებს, აკაკი ზოიძის თქმით, მოხდა მათი შენიშვნების გაზიარება ვადებთან მიმართებაში, ასევე ელექტრონული სიგარეტის რეგულირებასთან მიმართებაში და ა.შ.

"არ გავიზაირეთ ჩილიმბარებთან მიმართებაში გარკვეული შენიშვნები და დარჩა ისე, როგორც არის. გარდა იმისა, რომ ჩილიმბარები პრობლემატური თემაა, ასევე ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ტუბერკულოზის გავრცელების კუთხით, ასე რომ ამ მიმართულებით მთავრობამ ჩვენი შენიშვნები გაიზიარა", - განაცხადა ზოიძემ.