01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
02.05.2017 / 10:05
შრიფტის ზომა:

შალვა ხუციშვილი - "ღამის მგლების" საქართველოში სტუმრობა არასასურველად მიგვაჩნია

9 მაისის დღესასწაულის პერიოდში რუსი ბაიკერების - "ღამის მგლების" საქართველოში სტუმრობა არასასურველად მიგვაჩნია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, "ღამის მგლების" მიერ დაანონსებული სტუმრობა და პერფორმანსი არ შეესაბამება 9 მაისის დღესასწაულის სულისკვეთებას და სწორედ ამის გამო ეს ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"საქართველოს საზღვარი მაქსიმალურად გახსნილია იმ ტურისტებისა და უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც კანონის სრული დაცვით შემოდიან ჩვენს ქვეყნაში და ამასთანავე, კანონის დარღვევით არ არიან ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ჩვენ ვმასპინძლობთ ყველა ადამიანს, ვინც პატივს სცემს კანონს და მათ, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც საქართველოში ექნებათ მოგზაურობისა და დასვენების პრობლემა. რაც შეეხება რუს ბაიკერებს - "ღამის მგლებს", საქართველოში მათ ვიზიტსა და დაანონსებულ 9 მაისის აღსანიშნავ პერფორმანსში მონაწილეობას, გასათვალისწინებელია, რომ შარშან მსგავსმა აქციამ საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია, ასევე ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებსაც. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია "ღამის მგლების" მიერ დაანონსებული სტუმრობა და პერფორმანსი, რაც არ შეესაბამება 9 მაისის დღესასწაულის სულისკვეთებას. ამგვარად, საქართველოში აღნიშნულ პერიოდში რუსი ბაიკერების სტუმრობა არასასურველად მიგვაჩნია", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

შალვა ხუციშვილი - "ღამის მგლების" საქართველოში სტუმრობა არასასურველად მიგვაჩნია | Allnews.Ge