
პოპულარული ტელეკომპანია ევრონიუსი ბათუმს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. გადაცემა "მეტროპოლიტანი"-ს მეშვეობით ბათუმის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, არქიტექტურას, გასტრონომიასა და ქალაქის თანამედროვე სახეს მილიონობით მაყურებელი გაეცნო.
ევრონიუსის ეთერში ბათუმის შესახებ მომზადებული საინტერესო გადაცემა "ბათუმი - სტრატეგიული პორტიდან აქტიურ საზღვაო კურორტამდე" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში გაკეთდა. ევრონიუსის გადამღები ჯგუფი პრესტურით რეგიონს ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე სტუმრობდა, რომლის დროსაც ტელეკომპანიამ კიდევ ერთი გადაცემა შავი ზღვის ჯაზფესტივალის შესახებ მოამზადა.
"წელს, ბათუმისა და ზოგადად, რეგიონის რეკლამირებას აქტიურად ვეწევით ისეთი პოპულარული ტელეკომპანიებით, როგორიცაა ევრონიუსი. გარდა აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლებისა, რომლებიც უკვე ორი თვეა ტრიალებს ტელეკომპანიის ეთერით, მომზადდა სპეციალური გადაცემები ჩვენი ქალაქის შესახებ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შესაბამისად, 200-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს სამიზნე ქვეყნებში ეცნობიან ჩვენს ტურისტულ პოტენციალს და ეს ბუნებრივია, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის, რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას. ჩვენი სატელევიზიო რეკლამა ტრიალებს ტელეკომპანია BBC-ის ეთერშიც და ვაგრძელებთ სხვა პოპულარულ ტელეკომპანიებთან მოლაპარაკებებსაც",-განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
ევრონიუსის ეთერში ბათუმის შესახებ მომზადებული გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-მისამართზე - http://www.euronews.com/2017/09/05/batumi-from-strategic-port-to-bustling-sea-resort.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როდესაც გარეთ ცხელა, კონდიციონერი სამუშაო გარემოს აუმჯობესებს, თუმცა, არსებობს რისკები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. კლიმატის სწრაფი ცვლილება ადამიანის რესპირაციულ სისტემაზე უარყოფითად აისახება, კონდიციონერი აშრობს კანს, იწვევს ალერიულ რეაქციებს, ფარინგიტსა და დისფონიას (ხმის პრობლემები).
უფრო კონკრეტულად რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კონდიციონერის მოხმარებამ და როგორ ხდება მისი სწორად მონტაჟი, ამის შესახებ Allnews.ge ექიმსა და ტექნიკოსს ესაუბრა.
თერაპევტ სოფო ჩხეიძის განმარტებით, ადამიანის ორგანიზმისთვის ოპტიმალური ტემპერატურა +24ºC-დან +26ºC გრადუსამდეა, შესაბამისად, სასურველია, კონდიციონერი სწორედ ამ მაჩვენებელზე დავაყენოთ. ოთახის ტემპერატურასა და გარემოში არსებულ ტემპერატურას შორის, განსხვავება მაქსიმუმ 4ºC-5ºC უნდა იყოს.
"ცივი ჰაერის მასები, რომლებსაც კონდიციონერი წარმოქმნის, სასუნთქი და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ხელშემყობ ფაქტორს წარმოადგენს.
კონდიციონერს შეუძლია პნეუმონიის, ტონზილიტის (სასის ანთება), სინუსიტის გამოიწვევა. გარდა ამისა, პაციენტებს ეწყებათ ჩივილები ზურგისა და შუბლის მიდამოში," - განმარტავს ის და დასძენს, რომ არც ისე ხშირად, თუმცა კონდიციონერის მიერ წარმოქმნილ ცივ ჰაერს დაავადება ლეგიონელოზის გამწვავებაც შეუძლია, ის იწვევს ხველას როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში,"-აღნიშნავს სოფო ჩხეიძე.
თერაპევტის თქმით, კანის გამოშრობის პრობლემას კონდიციონერის მიერ გამოყოფილი დაბინძურებული ჰაერი იწვევს (სწორედ ამიტომ კონდიციონერის ფილტრების წმენდა უნდა მოხდეს).
"კონდიციონერი ხშირად ამწვავებს დერმატიტს.
როდესაც ჰაერის ნაკადი ერთ კონკრეტულ ადგილზე მუდმივად ხვდება, შეიძლება კუნთების ტკივილი ან რადიკულიტის გამწვავება გამოიწვიოს. გადაციება იწვევს საშარდე სისტემის პრობლემებს" - განმარტავს ის.
ბაქტერიებისა და მავნე ნივთიერებებისგან თავის დაცვის მიზნით, ოთახი ხშირად უნდა გავანიავოთ. ასევე, მნიშვნელოვანია კონდიციონერის ხარისხისა და მისი სწორად მონტაჟის გათვალისწინებაც, რათა ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად, ელექტროენერგიის ზედმეტი ხარჯებიც ავიცილოთ თავიდან.
ტექნიკოს სოსო კვარაცხელიას განმარტებით, კონდიციონერის შეძენისას ოთახის ზომა უნდა გავითვალისწინოთ.
"ახალი კონდიციონერები აღჭურვილია სისტემით, რომელიც ბაქტერიებს კლავს და ჰაერის იოდიზირებას ახდენს.
ასევე მნიშვნელოვანია, კონდიციონერი გაწმინდოთ, რაც მისი გამოყენების სიხშირეზეა დამოკიდებული. ფილტრების გაწმენდა როგორც მტვერსასრუტით, ისე გამდინარე წყლითაც შეიძლება, რის შემდეგაც, აუცილებლად უნდა გააშროთ," - განმარტავს ის და დასძენს, რომ თუ კონდიციონერი ჩართული გაქვთ, უნდა ეცადოთ, რომ ოთახში ცხელი ჰაერი არ შემოვიდეს, რათა ელექტროენერგიის ხარჯი არ გაზარდოთ, შესაბამისად, გარემოს ჰერმეტულობა მნიშვნელოვანია.
სოსო კვარაცხელიას განმარტებით, უმჯობესია, თუ კონდიციონერის მეშვეობით ზამთარში გათბობას არ შევეცდებით, რადგან თუ გარემოში ტემპერატურა -5ºC-დე ეცემა, მოწყობილობა გამართულად ვეღარ ფუნქციონირებს.
"იმავეს თქმა შეიძლება 45ºC სიცხის შემთხვევაში, როდესაც კონდიციონერი ჰაერს ვეღარ აგრილებს,"- განმარტავს ის.
აღსანიშნავია, რომ კონდიციონერის მონტაჟისას მისი მახასიათებლები აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და კომპეტენტურ ტექნიკოსს მიმართოთ, რათა მოწყობილობის სიმძლავრის არასწორად შერჩევა, ელექტროენერგიის ზედმეტი ხარჯი და დისკომფორტი თავიდან აიცილოთ.
მარიამ მენაბდიშვილი
მკითხველის კომენტარები
(0)