28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
03.05.2017 / 07:05
შრიფტის ზომა:

ბოლნისის მოსახლეობა ქვეწარმავლების სიმრავლეს უჩივის

ბოლნისის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვეწარმავლების სიმრავლეს უჩივის. ადგილობრივების თქმით, ქვეწარმავლები, მათ შორის შხამიანი გველები, ტემპერატურის მატებასთან ერთად, სახლების სხვენში, სარდაფში, ეზოებსა და გზებზე ხშირად ხვდებათ.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, ქვეწარმავლების გაუვნებელყოფაზე შპს "კომუნალური მეურნეობის" სპეციალისტები მუშაობენ, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც მოსახლეობას, ქვეწარმავლის ნახვის შემთხვევაში, დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია.

შპს "კომუნალური მეურნეობის" ქვეწარმავლების გაუვნებელყოფის სპეციალისტის დავით ბუიშვილის განცხადებით, მათ ბოლნისის ტერიტორიაზე მუშაობა აპრილის ბოლო რიცხვებიდან დაიწყეს და დღემდე ქვეწარმავლის გაუვნებელყოფის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

"ბოლნისში ისეთი რელიეფია, რომ მოსახლეობა ქვეწარმავლებს ხშირად ნახულობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ქალაქი მთებით არის გარშემორტყმული და არის კლდეები, სადაც გიურზა ბინადრობს. ბოლნისში გიურზების პრობლემაა, მაგრამ ამასთან ერთად, არანაკლები რაოდენობით არიან სხვა სახეობის ქვეწარმავლები, მაგალითად, წითელმუცელა მცურავი. ასევე ხშირად გვხვდება ოთხზოლიანი მცურავი, რომელიც 2- 2,5 მეტრი იზრდება. ასევე სახლებში, ეზოებში, აღარაფერს ვამბობ საქათმეებსა და საქონლის სადგომებში ხშირად გვხვდებიან გველხოკელები, რომლებიც ხვლიკის ნაირსახეობაა და ფეხები არ აქვს.

მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს არ აინტერესებთ გველი შხამიანია თუ არა, ისინი ამაში ვერც ერკვევიან და ეშინიათ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქვეწარმავლის გაუვნებელყოფისათვის ჩვენ გვიძახებენ. მთავარი პრობლემა, როგორც აღვნიშნე არის გიურზა, რომელიც შხამიანია. რამდენიმე დღის წინ გვქონდა ერთი გამოძახება, სოფელ დისველის გზაზე დავიჭირეთ საკმაოდ დიდი ზომის გიურზა. შარშან ბოლნისში გიურზას მიერ ადამიანის დაკბენის ერთი შემთხვევაც დაფიქსირდა. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და მაქსიმალურად მობილიზებული ვართ, რომ თითოეულ გამოძახებაზე დროულად მივიდეთ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დავით ბიუშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(3)

კვაზი
21 ივნისი , 2018 11:06

რა შუაშია ბანანების ქვეყნები, ავსტრალიაში და სამხრეთ აფრიკაშიც იგივე პრაქტიკაა, თან იქ შავი მამბები და ათასი ნაირსახეობები იჩითება.

ჯადოსნური წრე
21 ივნისი , 2018 10:06

სად მიყავთ და ისევ ბუნებაში უშვებენ, ასეთია ბანანის ქვეყნების პრაქტიკა...

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ბოლნისის მოსახლეობა ქვეწარმავლების სიმრავლეს უჩივის | Allnews.Ge