საზოგადოება
07.04.2018 / 12:04
შრიფტის ზომა:

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში განუცხადეს, თელ-ავივიდან თბილისში თვითმფრინავი 23:55 საათზე ჩამოფრინდება.

წმინდა ცეცხლს მომლოცველები ჩამოიტანენ.

წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სააღდგომო ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება.

უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:17 საათზე გადმოვიდა.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მეგობრის ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გარდაცვლილ მამაკაცს 17 ტყვია ესროლეს | Allnews.Ge

მეგობრის ინფორმაციით, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გარდაცვლილ მამაკაცს 17 ტყვია ესროლეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც Ambebi.ge-სთან საუბრისას გარდაცვლილი 26 წლის გიორგი შარაშენიძის მეგობარმა განაცხადა, თავდასხმაში სავარაუდოდ, რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

მეგობრიც განცხადებით, გარდაცვლილს 13 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

"ძველი დაპირისპირება რაც ჰქონია, დასრულდა შერიგებით.

ეს ამბავი ჩვენთვის წარმოუდგენელია. გიო სახლში ბრუნდებოდა, თავდამსხმელი წინ გადაუდგა. როცა ცეცხლი გაუხსნა, გიომ ეტყობა იფიქრა უკან დავიხევ და გავიქცევიო, მაგრამ მანქანის უკან "მარშუტკა" ჩაუყენეს, იმას დაეჯახა და ვეღარ გაიქცა. თავდამსხმელმა ავტომატიდან 17 ტყვია ესროლა და 13 ჰქონდა მოხვედრილი", - განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა.

მისი თქმით, გიორგი შარაშენიძემ ორი კვირის წინ ცოლი მოიყვანა და საცხოვრებლად ტურგენევის ქუჩაზე, ნაქირავებში გადავიდა.

ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, საქმე სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს