საზოგადოება
16.03.2018 / 11:03
შრიფტის ზომა:

გუდაურის საბაგირო მწყობრიდან 5 დღის წინაც გამოვიდა

გუდაურის საბაგირო მწყობრიდან 5 დღის წინაც გამოვიდა

გუდაურში საბაგიროები მწყობრიდან 5 დღის წინაც გამოვიდა, რის მიზეზადაც ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა სახელდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, დღეს საბაგიროზე მომხდარი ინციდენტი 5 დღის წინ მომხდართან კავშირში არ არის.

"ეს შემთხვევა და წინა შემთხვევა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, 5 დღის წინ საერთოდ სხვა პრობლემა იყო, ახლა სხვა პრობლემაა, ამიტომ ერთმანეთთან დაკავშირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. 5 დღის წინ ყველა საბაგირო გამოვიდა მწყობრიდან და ახლანდელ შემთხვევასთან კავშირში არ არის. 11 მარტს მომხდარი შემთხვევა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას უკავშირდება, ახლა კი ელექტროენერგია იყო, მაგრამ დენი კონკრეტულად საბაგიროებს არ მიეწოდებოდათ, რამაც მისი უკუღმა დატრიალება და მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია. ზუსტად ვერ ვიტყვი, რომ მიზეზი ეს არის, ზუსტად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, საქმეც აღძრულია, ჩვენ ასევე ვესაუბრეთ საბაგიროს მწარმოებლების კომპანია "დოპელმაიერის" წარმომადგენლებს და მათ უნდა გამოაგზავნონ ექსპერტების ჯგუფი და მოვკლევა უნდა ჩატარდეს," - აღნიშნა მან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აღსანიშნავია, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ საბაგიროების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ დამსვენებლები 11 მარტს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" მეშვეობით გააფრთxილა.

კომპანიის ცნობით, საბაგიროებს ინსპექტირება 2017 წლის 22 დეკემბერს ჩაუტარდა, შედეგებში კი განმარტებული იყო, რომ ინსპექტირებისას არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობა არ დაფიქსირდა, -"რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროს ფუქნციონირება ჩვეულებრივად უნდა განეგრძო და ახლა უკვე ექსპერტიზა დაადგენს რა იქნება და როგორ" - აღნიშნეს კომპანიაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რუსთავის ქარხნები ჰაერის დაბინძურებისთვის 4 თვეში 59- ჯერ დაჯარიმდნენ | Allnews.Ge

რუსთავის ქარხნები ჰაერის დაბინძურებისთვის 4 თვეში 59- ჯერ დაჯარიმდნენ

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა რუსთავში არსებული ქარხნები 2017 წლის 4 თვის განმავლობაში ჰაერის დაბინძურებისთვის ადმინისტრაციული სანქციით 59- ჯერ დააჯარიმა. როგორც დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს იურისტი ზვიად ზვიადაური აცხადებს, რუსთავში ბოლო მონაცემებით, აზოტის დიოქსიდი და ნახშიროჟანგის მაჩვენებელი ნორმაშია, თუმცა ჰაერში მტვრის რაოდენობა სამჯერ აღემატება დასაშვებ ნიშნულს.

"ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ვახდენთ გაფრქვევის წყაროებიდან სინჯების აღებას და შემდეგ ლაბორატორიული კვლევები ტარდება. რუსთავში დგას შესაბამისი ხელსაწყო, რომელიც იღებს სინჯებს.

ბოლო მონაცემებით, მტვრის ნორმა ქალაქში დასაშვებს სამჯერ აღემატება.

მსგავსი კვლევები და სინჯების აღება სისტემატურად ხორციელდება. ხდება იმ საწარმოების შემოწმება, რომელსაც გააჩნიათ გაფრქვევის წყაროები და მოეთხოვებათ დოკუმენტაცია - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ტექნიკური ანგარიში. არის შემთხვევები, როდესაც ქარხნებს არ აქვთ წარმოდგენილი ეს დოკუმენტი. 2015 წელს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული 76 ჯარიმა დაიწერა; 2016 წელს - 75 . წელს უკვე 59 სამართალდარღვევის ოქმი შედგა", - აცხადებს ზვიადაური.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, წელს ჯარიმების ყველაზე დიდი რაოდენობა, 42 შემთხვევა ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის მონაცემების წარმოუდგენლობის გამო დაიწერა. თითოეულზე 150 ლარის ოდენობით, რაც საერთო ჯამში 6 300 ლარს შეადგენს.

წელს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევის 4 ფაქტი დაფიქსირდა, თითოეულ შემთხვევაზე ქარხანას ჯარიმა 5 ათასი ლარი დაეკისრა. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობის შემთხვევაზე კი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 13 ოქმი შეადგინა. მათგან თითოეულზე ფულადი სანქცია 500 ლარს შეადგენს.