10 ხუთშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ტყიბულის მაღაროდან დაღუპული მაღაროელების ცხედრები ამოიყვანეს | Allnews.Ge

ტყიბულის მაღაროდან დაღუპული მაღაროელების ცხედრები ამოიყვანეს

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გუშინ საღამოს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 4 მეშახტის ცხედარი ნაპოვნია.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცხედრები მაშველებმა შახტიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს. დაღუპულები ქუთაისის პროზექტურაში გადაჰყავთ.

ადგილზე მეშახტეთა სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შახტასთან მობილიზებული იყვნენ როგორც სამაშველო, ისე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ლიფტის ბაგირი გაწყდა და ლიფტი შახტაში ჩავარდა. მასში 4 მეშახტე იმყოფებოდა.