30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
11.05.2017 / 12:05
შრიფტის ზომა:

ვინ არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც უვადოდ დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა, უწყებაში 2007 წლიდან მუშაობს.

Allnews.ge დაინტერესდა, რა გამოცდილება აქვს მას და რა ქონებას ფლობს. მონაცემებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და Declaration.ge-ზე დაყრდნობით წარმოგიდენთ: მიხეილ ჩინჩალაძე 1978 წლის 9 მარტს, თბილისში დაიბადა. 1984-1995 წლებში მან ქალაქ თბილისის 57-ე სკოლა დაამთავრდა.

სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა და იურისტის კვალიფიკაციაც მიიღო. მიხეილ ჩინჩალაძემ სწავლა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულეტის ასპირანტურაზე, შემდეგ კი დოქტორანტურაზე გააგრძელა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აკადემიურ საქმიანობასთან ერთად ის საკუთარი სპეციალობითაც მუშაობდა და 1999-2004 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივანი, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე იყო.

მომდევნო წლებში ჩინჩალაძემ სამუშაო ადგილი შეიცვალა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის, შიდა ქართლის საოლქო პროკურორისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა დაიკავა.

2004 წელს მას სერტიფიკატი კომპლექსურ ფინანსურ დანაშაულთა თემაზე მიენიჭა. 2005 წელს მიხეილ ჩინჩალაძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

მის გამოცდილებას 2006 წლის მაისში ქალაქ ინდიანაპოლისში, აშშ-ის პროკურატურის კვლევის ინსტიტუტის სერტიფიკატი შეემატა. 2007 წელს ჩინჩალაძემ იუსტიციის უფროსი მრჩეველის ჩინი მიიღო. ამავე წელს მან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, საერთო სპეციალიზაციით ჩააბარა.

აკადემიური საქმიანობა ჩინჩალაძეს არც მომდევნო წლებში შეუწყვეტია. 2009 წლის ივნისში, გერმანიის ქალაქ ბერლინში, საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა თემით - "მდგრადი განვითარება კანონიერებას საჭიროებს."

რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძის ქონებას, 2016 წლის მონაცემებით, ის თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე 145 კვ.მ ფართობის ბინასა და რამდენიმე საბანკო ანგარიშს ფლობს. "რესპუბლიკა ბანკში" მისი ანგარიში იმ პერიოდში 4 317 ლარი იყო, ამავდროულად, მიხეილ ჩინჩალაძის საკუთრებაში 17 000 ლარი ირიცხებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, მიხეილ ჩინჩალაძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ანაზღაურების სახით, 115 920 ლარი მიიღო.

მიხეილ ჩინჩალაძეს მეუღლე, მარიკა მარიკაშვილი და ორი შვილი რუსუდან და თამაზ ჩინჩალაძეები ჰყავს.

მკითხველის კომენტარები
(2)

იმანოი
12 მაისი , 2017 00:05

ასპირანტურაზე ან დოქტორანტურაზე რეი-ზე ?

ნანა
11 მაისი , 2017 17:05

ნაძირალა.......

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვინ არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც უვადოდ დაინიშნა | Allnews.Ge