საზოგადოება
07.02.2018 / 05:02
შრიფტის ზომა:

ყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღითაა დაჭრილი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(1)

v.s
14 მაისი , 2016 20:05

Magari kazi iko.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა | Allnews.Ge

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლოლიკაშვილი თანამდებობას 2021 წლამდე დაიკავებს.

"აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე.

არჩევნები ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში გაიმართა ქ. მადრიდში. ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვან მმართველ თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატურის არჩევა ხაზს უსვამს საქართველოს როლს და მის მისწრაფებას წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მმართველობის განხორციელებაში.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ტურიზმის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების კუთხით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრ-ქვეყანას მხარდაჭერისთვის, გულითადად ულოცავს ელჩ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მისი ახალი, მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებისას", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.