რა ღირს სწავლა საქართველოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში
კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 1991 წელს მიიღო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო არასახელმწიფო უნივერსიტეტების დაფუძნება, ბევრი მათგანი კი დღეს ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟულადაც ითვლება.
შესაბამისად, მსგავს უმაღლეს სასწავლებლებს სწავლის საკმაოდ მაღალი საფასური აქვთ დაწესებული. Allnews.ge დაინტერესდა, რომელი უნივერსიტეტები მიიჩნევა ყველაზე პრესტიჟულად საქართველოში და რას სთავაზობს მსგასი სასწავლებლები სტუდენტებს.
გთავაზობთ მათ ჩამონათვალს საფასურის მიხედვით:
საავიაციო უნივერსიტეტი - 2005 წელს საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტუტი "საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გამოეყო და მას შემდეგ დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. უნივერსიტეტს რამდენიმე საბაკალავრო პროგრამა აქვს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების საშუალებასაც აძლევს, რადგან მომავალ პილოტთა და ავიასპეციალისტთა პრაქტიკული მომზადების მიზნით, მის მფლობელოვაშია ქალაქ თელავში მდებარე ინსფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი.
უნივერსიტეტში საფრენოსნო ფაკულტეტზე სწავლის წლიური ღირებულება ბაკალავრიატზე 9 950 ლარია.
თავისუფალი უნივერსიტეტი - ეს სასწავლებელი კახა ბენდუქიძემ დააარსა. "თავისუფალი უნივერსიტეტის" მისია სტუდენტებისთვის თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებების ჩამოყალიბებაა, რათა მათ ორიენტირება და ადაპტირება ნებისმიერ გარემოში შეძლონ.
ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტები, "თავისფალი უნივერსიტეტიც" რამდენიმე პროგრამას გვთავაზობს: ბიზნესის სკოლა (ESM) - სწავლის საფასური 7 950 ლარი წელიწადში, საერთაშორისო ურთიერთობებზე (აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი), სამართლის სკოლაში, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლასა და სხვა ფაკულტეტებზე სწავლის გადასახადი კი 6 950 ლარია.
აგრარული უნივერსიტეტი - ისევე როგორც "თავისუფალი უნივერსიტეტი," "აგრარული უნივერსიტეტიც" კახა ბენდუქიძემ ყოფილი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დააფუძნა. როგორც მისი დასახელებიდანაც ჩანს, უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე სტუდენტები განათლებას აგროსფეროში იღებენ. სწავლის საფასური კი აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებზე 3 050 ლარი, ხოლo ბიზნესის ადმინისტირებასა და თავისუფალი მეცნიერებების პროგრამაზე 3 450 ლარია.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - 1992 წელს დაარსების შემდეგ ეს სასწავლებელი სტუდენტებს ყოველ წელს სხვადასხვა პროგრამასა და ფაკულტეტზე იღებს ის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად მიიჩნევა, სწავლის გადასახადიც შესაბამისია. კერძოდ, ყველაზე მაღალი ფასი ქართულ-ბრიტანულ-უნგრულ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას აქვს და 7 600 ლარი ღირს. ასევე, სამართლის ფაკულტეტზე 4 700 ლარს, ქართულ-გერმანულ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე - 4 500 ლარს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე - 3 500 ლარს, ხოლო სტომატოლოგიასა და ფინანსების მიმართულებაზე 3 200 ლარს გადაიხდით.
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) - ის 1994 წელს დაარსდა და სტუდენტებს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის პროგრამებს სთავაზობს. საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგ კურსების გარდა "საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" ასევე ინგლისურენოვან სტუდენტურ რადიოს მართავს.
GIPA-ში ყველაზე მაღალი ფასი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზეა, რომელიც წელიწადში 7 000 ლარი ღირს. შემდეგ მოდის აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა, რომელთა ღირებულებაც 5 400 ლარს შეადგენს.
კავკასიის უნივერსიტეტი - მისი ისტორია 1998 წლიდან იწყება და ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და სხვა პროგრამებისგან შედგება.
სწავლის საფასური ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩაბარების შემთხვევაში 7 500 ლარია, სამართალზე, არქიტექტურაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზემ საჯარო მმართველობაზე, პოლიტიკის მეცნიერებასა და აჯანდაცვის მენეჯმენტზე კი 5 300 ლარი. უნივერსიტეტს ასევე 2 250 ლარის ღირებულების პროგრამებიც აქვს, მაგალითად, ინფორმატიკა, ისტორია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია და ა.შ
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) - დაარსდა 2005 წელს და მას შემდეგ ფაკულტეტებსა და პროგრამებს მუდმივად აახლებს, მაგალითად, 2011-12 წლებში უნივერსიტეტს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პროგრამა დაემატა, 2013-14 წლებიდან კი GAU-ში ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლაც ფუნქცნიონირებს.
სწავლის წლიური გადახადი საბაკალავრო პროგრამებ ზე GAU-ში 5 900 ლარს შეადგენს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) - უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა და მისი მისია სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული ცოდნით მომზადებაა. ისევე როგორც ჩამოთვლილი უნივერსიტეტები, IBSU-ც სხვადასხვა პროგრამაზე ყოველწლიურად სტუდენტების დიდ ნაკადს იღებს. რაც შეეხება სწავლის საფასურს, ძირითად მიმართულებებზე, ბიზნესის მენეჯმენტზე 4 500 ლარს, ხოლო კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე 3 540 ლარს გადაიხდით.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) – ეს სასწავლებელი 1992 წელს დააარსდა. "სდასუ"-ში ფუნქციონირებს უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული ტელევიზიაც.
ყველაზე ძვირი ამ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლაა და წელიწადში 4 500 ლარი ღირს, მინიმალური ღირებულება - 3 200 ლარი კი ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზეა.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში ჩაბარების შემთხვევაში 50%-იანი, 70%-იანი და 100%-იანი გრანტის მოპოვებაც შეგიძლიათ, რის შედეგადაც სახელმწიფო დაფინანსებას მაქსიმუმ 2250 ლარის ოდენობით მოიპოვებთ, რაც თქვენ მიერ უნივერსიტეტში გადასახად თანხას გამოაკლდება.
მარიამ მენაბდიშვილი
რა დაგვიჯდება გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება და რა არის წელს მოდაში