ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ქუთაისი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება | Allnews.Ge

ქუთაისი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

ქუთაისი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

ქალაქში რამდენიმე დღეა მოედნამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 636 000 ლარით განისაზღვრა, კომპანია "ვორდ გლობალ ალიანსმა" გაიმარჯვა. სამუშაოების მიხედვით, კომპანიამ 10 500 კვ-მ ასფალტო-ბეტონი უნდა დააგოს. ასევე მოეწყობა მწვანე ზოლი და საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები.

ტენდერის მიხედვით, გაკეთდება 5000 მ ბორდიური და 2 000 კვ.მ გამწვანების ზოლი. კომპანიამ "ვორდ გლობალ ალიანსმა" აღნიშნული სამუშაოები 45 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. ქუთაისში მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატი 31 მაისს დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.