23 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
25.05.2017 / 06:05
შრიფტის ზომა:

ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულ თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ბარათაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე გუში დილით დააკავეს. ადვოკატის აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავა ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ. იგი არის დემირელის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი. ის დააკავეს თურქეთის ხელისუფლების საექსტრადიციო მოთხოვნის საფუძველზე. გამომძიებელმა წარმოგვიდგინა საქმის მასალები, საიდანაც გავიგეთ, რომ მას ბრალი ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში. ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე ბრალი გამოიხატება შემდეგში: მან ხელი შეუწყო დემირელის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთ დამფუძნებულს, ანუ ერთ-ერთ პარტნიორს გაესხვისებინა თავისი წილი ამერიკაში რეგისტრირებულ იურიდიულ კომპანიაზე, თუმცა, ეს წილი ბოლომდე არ გასხვისებულა. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში დარეგისტრირებული კომპანიის წარმომადგენლები არ არიან ეჭვმიტანილნი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში და რაში გამოიხატა ამ ადამიანის დახმარება ტერორისტული ორგანიზაციისთვის, სრულიად გაუგებარია. საუბარია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ FEთO-ზე", - განაცხადა ბარათაშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე თქმით, თურქეთის მოთხოვნა, ექსტრადირების თაობაზე, ვერანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს. "ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ უნდა არ უნდა გაითვალისწინოს. 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში არის პროცესი აღკვეთის ღონისძიების ანუ სასამართლო იმსჯელებს, შეუფარდებს თუ არა საექსტრადიციო პატიმრობას ბატონ ჩაბუქს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს 9-თვიანი ვადა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ექსტრადირების თაობაზე. იუსტიციის მინისტრი ან აკმაყოფილებს მოთხოვნას ექსტრადირებაზე ან უარს ამბობს", - განაცხადა ბარათაშვილმა.

ადვოკატების შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე ჩაბუქის პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება. "ის არ იმსახურებს პატიმრობას და ჩვენი შუამდგომლობა იქნება, რომ პატიმრობა არ შეეფარდოს. საქმეში ჩართულია სახალხო დამცველიც. ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც", - აღნიშნა ბარათაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს საკითხები განხილულიყო თბილისში, თურქეთის მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტის დროს, ბარათაშვილი ასე პასუხობს: "ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობას. ასევე აუცილებელია ტერორიზმის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ დაუსაბუთებლად ადამიანის გადაცემა ერთი სახელმწიფოდან მეორესთვის, ამას მხოლოდ შეიძლება მოჰყვეს ჩვენი ხელისუფლების პრესტიჟის შელახვა და ავტორიტეტის დაცემა საერთაშორისო მასშტაბით. ამიტომ, ძალიან კარგად არის მოსაფიქრებელი თუ როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ. ეს საკითხები რომ იხილება, ამის თაობაზე ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია. ამის თაობაზე გააკეთა განცხადება თავის დროზე ბატონმა ჯეჯელავამ, როდესაც იხილებოდა ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი ბათუმში. ფაქტობრივად, არავისთვის არის დამალული, რომ თურქეთის ხელისუფლებას აქვს აღებული მიმართულება, სხვადასხვა ქვეყნებიდან მოითხოვოს ექსტრადირება პიროვნებების. ის, რომ თურქეთში მასიურად ირღვევა ადამიანის უფლებები, ეს არავისთვის დასამალი არ არის. ამის თაობაზე არის ევროკავშირის დასკვნაც, გაეროს რეზოლუციაც, ამის თაობაზე არსებობს ევროპის კომისიის სპეციალური მოხსენება. ამიტომ, როდესაც ექსტრადიციის თემას ვეხებით, ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად განსახილველი", - აღნიშნა ადვოკატმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველზე სასამართლო დღეს იმსჯელებს | Allnews.Ge