
ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმან იმოქმედა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ, - ამის შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისთვის წინასაექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების საკითხი იხილება.
ჩაბუქი ითხოვს, რომ არ გადასცენ თურქეთს, რადგან "იქ სამართლიანობა არ არსებობს". ბრალდებულმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას ცრემლებიც ვერ შეიკავა.
"15 წელია საქართველოში ვარ. მაქვს საქართველოში ბინადრობის უვადო უფლება, რომელიც სახელმწიფომ მომანიჭა. ბოლო 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევი ერთგულად. ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. ეს ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა. სამწუხაროდ, თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ვითხოვ არ გადამცენ თურქეთს", - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ადვოკატის აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა.
სასამართლომ დემირელის კოლეჯის დაკავებულ მმართველს 3- თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმან იმოქმედა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ, - ამის შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისთვის წინასაექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების საკითხი იხილება.
ჩაბუქი ითხოვს, რომ არ გადასცენ თურქეთს, რადგან "იქ სამართლიანობა არ არსებობს". ბრალდებულმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას ცრემლებიც ვერ შეიკავა.
"15 წელია საქართველოში ვარ. მაქვს საქართველოში ბინადრობის უვადო უფლება, რომელიც სახელმწიფომ მომანიჭა. ბოლო 15 წელია საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევი ერთგულად. ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. ეს ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა. სამწუხაროდ, თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ვითხოვ არ გადამცენ თურქეთს", - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.
თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ადვოკატის აზრით, ბრალდება უსაფუძვლოა.
სასამართლომ დემირელის კოლეჯის დაკავებულ მმართველს 3- თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
მკითხველის კომენტარები
(1)
სამწუხაროა რომ ასეტ პიროვნებებს ჩირქს სცხებს ბინდზური პოლიტიოსები. ასე ხდებოდა ყოველტვის ვიგაცას ვიგაცის შეშურდებოდა და პირველივე შემტხვევაში იწირებოდა ინტელიგენცია.<br />იმედია საქარტველო და ქარტველი პოლიტიკოსები ამ სიტუაციიდან გამოსავალს მონახავენ და ამ პიროვნებას ხეელშეუხლებლობის სტატუს მისცემენ ან რაიმე მმისმაგვარს.