
მახინჯაურში, საცხოვრებელ სახლში, ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.