
თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 30 ივნისს შეწყდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს. რაც შეეხება საზაფხულო ბაღებს, სააგენტოში განაცხადეს, რომ ზუსტი თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და სწავლა საზაფხულო ბაღებში სავარაუდოდ, 15 ივლისს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება
რაც შეეხება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციას, 2017-2018 წლისათვის ის ორ ეტაპად განხორციელდება.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის kids.org.ge-ს საშუალებით ჩატარდება. პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე, რომლის დროსაც რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს 13:00 საათზე და დარეგისტრირდებიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში არ შედიან.
ჯამში, 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის თბილისის ბაღებში შესაძლებელი იქნება დამატებით 13 000-მდე აღსაზრდელის რეგისტრაცია.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 30 ივნისს შეწყდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს. რაც შეეხება საზაფხულო ბაღებს, სააგენტოში განაცხადეს, რომ ზუსტი თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და სწავლა საზაფხულო ბაღებში სავარაუდოდ, 15 ივლისს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება
რაც შეეხება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციას, 2017-2018 წლისათვის ის ორ ეტაპად განხორციელდება.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის kids.org.ge-ს საშუალებით ჩატარდება. პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე, რომლის დროსაც რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს 13:00 საათზე და დარეგისტრირდებიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებში არ შედიან.
ჯამში, 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის თბილისის ბაღებში შესაძლებელი იქნება დამატებით 13 000-მდე აღსაზრდელის რეგისტრაცია.
მკითხველის კომენტარები
(0)