
სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმმა მუხთარლის თვითმკვლელობა აიძულოს, ან სხვა ფორმით მოკლან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აზრებაიჯანელმა უფლებადამცველმა და პოლიტიკოსმა ვიდადი ისგანდეროვმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვიდადი ისგანდეროვმა აღნიშნა, 2015 წელს აფგან მუხთარლი იძიებდა "ალიევის მაფიოზურ ინვესტიციებს საქართველოში". ისგანდეროვის თქმით, გამოძიებამ ბევრი საინტერესო რამ აჩვენა, რის გამოც აფგან მუხთარლისა და მას სისტემატურად უთვალთვალებდნენ.
"სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმმა მუხთარლის თვითმკვლელობა აიძულოს, ან სხვა ფორმებით მოკლან. პრაქტიკა ამას აჩვენებს, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პატიმარმა თავი საპყრობილეში მოიკლა. აზერბაიჯანის მთავრობა კი იმაზე აპელირებს, რომ მათ ვერ გაძლეს პატიმრობაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2015 წელს აფგან მუხთარლი იძიებდა ალიევის მაფიოზურ ინვესტიციებს საქართველოში. გამოძიებამ ბევრი საინტერესო რამ აჩვენა. აღმოჩნდა, რომ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს საქართველოში აქვთ ბანკები, ასევე სასტუმროები და რესტორნები.
ბოლოს, სანამ აფგანს მოიტაცებდნენ, მან ინტერვიუ მისცა "ამერიკის ხმას", სადაც ის ამბობდა, რომ მისი დაკავების საფრთხე არსებობდა. ის უკვე 2 წელია, რაც საქართველოში იყო, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეც და მუხთარლისაც მუდმივად გვითვალთვალებდნენ საქართველოში. ალიევმა ისეთი რეჟიმი შექმნა, რომ საელჩოში მუდმივად არის 20-30 ადამიანი, ვინც სპეცსამსახურების წარმომადგენლებია და ოპოზიციონერებს უთვალთვალებს," - განაცხადა ვიდადი ისგანდეროვმა.
აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ მას ამჟამად საქართველოში პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს, თუმცა მას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაოფიციალურად ქვეყნიდან წასვლა მოსთხოვეს. აზერბაიჯანელი უფლებადამცველი კონკრეტულ სახელსა და გვარსაც ასახელებს.
"მაგალითად, ჩემზე თავდასხმის 3 მცდელობა იყო. ცდლილობდნენ 16 წლის ქალიშვილი გაეტაცებინათ. მათ ჩემი გატაცება არ შეუძლიათ, იმიტომ რომ საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მაქვს. აქედან გამომდინარე მათ მხოლოდ ფიზიკური განადგურება რჩებათ.
3 დღის წინ საქართველოს დევნილთა საკითხებზე მომუშავე უწყებაში გამომიძახეს და მითხრეს, რომ ალიევი მათ აშანტაჟებს და ეუბნებათ, რომ აზერბაიჯანის ოპოზიციურ ძალებს არ მისცენ თავშესაფარი. მათ მე კულტურულად მითხრეს, რომ უნდა წავიდე. მათ გადამამისამართეს "გაეროსთან", რათა მომეძებმნა მესამე ქვეყანა, სადაც წასვლას შევძლებდი, მაგრამ მე იქაც უარი მითხრეს. ამის შემდეგ ვკითხე ირაკლი კოკაიას (რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი), თუ რატომ მიშვებდნენ ქვეყნიდან. მისი თქმით, არ შეუძლია თქვას, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არ შეუძლია ჩემი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ უსაფრთხოება მინდა, უნდა წავიდე,"-განაცხადა ისგანდეროვმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმმა მუხთარლის თვითმკვლელობა აიძულოს, ან სხვა ფორმით მოკლან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აზრებაიჯანელმა უფლებადამცველმა და პოლიტიკოსმა ვიდადი ისგანდეროვმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვიდადი ისგანდეროვმა აღნიშნა, 2015 წელს აფგან მუხთარლი იძიებდა "ალიევის მაფიოზურ ინვესტიციებს საქართველოში". ისგანდეროვის თქმით, გამოძიებამ ბევრი საინტერესო რამ აჩვენა, რის გამოც აფგან მუხთარლისა და მას სისტემატურად უთვალთვალებდნენ.
"სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმმა მუხთარლის თვითმკვლელობა აიძულოს, ან სხვა ფორმებით მოკლან. პრაქტიკა ამას აჩვენებს, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პატიმარმა თავი საპყრობილეში მოიკლა. აზერბაიჯანის მთავრობა კი იმაზე აპელირებს, რომ მათ ვერ გაძლეს პატიმრობაში.
2015 წელს აფგან მუხთარლი იძიებდა ალიევის მაფიოზურ ინვესტიციებს საქართველოში. გამოძიებამ ბევრი საინტერესო რამ აჩვენა. აღმოჩნდა, რომ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს საქართველოში აქვთ ბანკები, ასევე სასტუმროები და რესტორნები.
ბოლოს, სანამ აფგანს მოიტაცებდნენ, მან ინტერვიუ მისცა "ამერიკის ხმას", სადაც ის ამბობდა, რომ მისი დაკავების საფრთხე არსებობდა. ის უკვე 2 წელია, რაც საქართველოში იყო, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეც და მუხთარლისაც მუდმივად გვითვალთვალებდნენ საქართველოში. ალიევმა ისეთი რეჟიმი შექმნა, რომ საელჩოში მუდმივად არის 20-30 ადამიანი, ვინც სპეცსამსახურების წარმომადგენლებია და ოპოზიციონერებს უთვალთვალებს," - განაცხადა ვიდადი ისგანდეროვმა.
აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ მას ამჟამად საქართველოში პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს, თუმცა მას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაოფიციალურად ქვეყნიდან წასვლა მოსთხოვეს. აზერბაიჯანელი უფლებადამცველი კონკრეტულ სახელსა და გვარსაც ასახელებს.
"მაგალითად, ჩემზე თავდასხმის 3 მცდელობა იყო. ცდლილობდნენ 16 წლის ქალიშვილი გაეტაცებინათ. მათ ჩემი გატაცება არ შეუძლიათ, იმიტომ რომ საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მაქვს. აქედან გამომდინარე მათ მხოლოდ ფიზიკური განადგურება რჩებათ.
3 დღის წინ საქართველოს დევნილთა საკითხებზე მომუშავე უწყებაში გამომიძახეს და მითხრეს, რომ ალიევი მათ აშანტაჟებს და ეუბნებათ, რომ აზერბაიჯანის ოპოზიციურ ძალებს არ მისცენ თავშესაფარი. მათ მე კულტურულად მითხრეს, რომ უნდა წავიდე. მათ გადამამისამართეს "გაეროსთან", რათა მომეძებმნა მესამე ქვეყანა, სადაც წასვლას შევძლებდი, მაგრამ მე იქაც უარი მითხრეს. ამის შემდეგ ვკითხე ირაკლი კოკაიას (რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი), თუ რატომ მიშვებდნენ ქვეყნიდან. მისი თქმით, არ შეუძლია თქვას, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არ შეუძლია ჩემი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ უსაფრთხოება მინდა, უნდა წავიდე,"-განაცხადა ისგანდეროვმა.
მკითხველის კომენტარები
(0)