29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
31.05.2017 / 11:05
შრიფტის ზომა:

რას ნიშნავს "მწვანე საზღვარი"

რას ნიშნავს "მწვანე საზღვარი"

ტერმინი "მწვანე საზღვარი" სასაზღვრო-გამტარ პუნქტებს შორის სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის ნაწილის აღსანიშნავად გამოიყენება" - ასე განმარტავს "მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია" "მწვანე საზღვრის" მნიშვნელობას.

იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს "მწვანე საზღვარი" Allnews.ge  საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტს გიორგი გობრონიძეს დაუკავშირდა.

სპეცალისტის განმარტებით, "მწვანე საზღვარი" ორ ქვეყანას შორის, შეთანხმების საფუძველზე, პასპორტის გარეშე მიმოსვლას გულისხმობს. ამგვარი საზღვარი საქართველოს თურქეთთან და აზერბაიჯანთან აქვს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის საზღვრის ამ სახელმწიფოების მიმართულებით გადაკვეთა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობითაც შეგიძლიათ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მწვანე საზღვრის" გადაკვეთა კონკრეტული პირის იდენტიფიცირებით ხდება და არა ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებშია, როდესაც ერთი სახელმწიფოდან მეორეში ყოველგვარი გამშვები პუნქტის გარეშე გადასვლაა შესაძლებელი," - განმარტავს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი.

"მწვანე საზღვრის" საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ბაქოში სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცენტრალურ განყოფილებაში აღმოჩნდა. როგორც თავად აცხადებს, ის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა დააკავეს, სცემეს და ბაქოში წაიყვანეს. მისივე მტკიცებით, პირებმა, რომლებიც სავარაუდოდ, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, მას 10 ათასი ევროს ოდენობით თანხა, ჩაუდეს.

მომხდარის შემდეგ საზოგადოებამ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე დაიწყო საუბარი, რის საპასუხოდაც სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსმა, ვახტან გომელაურმა განაცხადა, რომ აფგან მუხტარლი "მწვანე საზღვრის" კვეთის დროს დააკავეს, სადაც მას პასპორტი არ სჭირდებოდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე - როგორ გადაუშვეს ჩემი მეუღლე საზღვარზე პასპორტის გარეშე

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რას ნიშნავს "მწვანე საზღვარი" | Allnews.Ge