13 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
31.05.2017 / 13:05
შრიფტის ზომა:

თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები ბავშვის საფენის გამოსაცვლელი მაგიდით აღიჭურვება

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დედაქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის მიზნით გამართულ აუქციონში გამარჯვებულ "კონსალტინგ გრუპს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ხელშეკრულება წლის ბოლომდე, თბილისში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას ითვალისწინებს. ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ და "კონსალტინგ გრუპის" დირექტორმა შაჰრიარ მოჰამმადიასლმა მოაწერეს. თბილისის მერიამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საზოგადოებრივი ტუალეტების მოსაწყობად 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გასცა.

"თბილისის მერიამ, პირველ ეტაპზე უზრუნველყო 30 ერთეული რეტერატისთვის ადგილის გამოყოფა, სადაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები განთავსდება. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ რეტერატები მსუბუქი კონსტრუქციის, ავტომატიზირებული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიმართულებით თბილისის მერია მომავალში აქტიურად იმუშავებს და საჭიროებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივ რეტერატებს ქალაქის მასშტაბით სრულად განათავსებს", - განაცხადა კარლო ლაფერაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის სხვადასხვა რაიონში განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული და ასევე, ბავშვის საფენის გამოსაცვლელი მაგიდით აღჭურვილი იქნება. საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებული იქნება ბრაილის შრიფტი. თანამედროვე, ავტომატიზირებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას აუქციონში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს.

მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით. საზოგადოებრივი საპირფარეშოს გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე სპეციალური ბარათების (მაგ."მეტრომანი") მეშვეობით.

მკითხველის კომენტარები
(1)

ოღონდაცა რააააა
31 მაისი , 2017 19:05

ბავშვის საფენის გამოსაცვლელი მაგიდით და ვაი-ფაიანი კანალიზაციით

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები ბავშვის საფენის გამოსაცვლელი მაგიდით აღიჭურვება | Allnews.Ge