
თუ მომხმარებელი 6 ქართული ტელევიზიისა და ქსელში ჩართული ერთზე მეტი ტელევიზორის საფასურს ცალ-ცალკე არ გადაიხდის, ტელევიზიებისა და საკაბელოების შუამავალ კომპანია MRG-ს საკაბელოების 20 000$-ით დაჯარიმების უფლება ექნება, - ამის შესახებ Allnwes.ge-ს საკაბელო ოპერატორის CTV1-ის დამფუძნებელმა, გია გოგიტიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანია MRG-ის მიერ შედგნილ ხელშეკრულებაზე, საკაბელოებს ჯერ ხელი არ მოუწერიათ, თუმცა, თუ მის მიერ წაყენებულ პირობებს დათანხმდებიან, ნებისმიერი მათგანის დარღვევის შემთხვევაში, ტრანზიტორები ვალდებულები იქნებიან, შუამავალ კომპანიას 20 000$ გადაუხადონ.
"წაყენებულ პირობებზე დათანხმების შემთხვევაში, მომხმარებელმა "რუსთავი 2"-ის, Comedy არხის, "მარაოს," "იმედის," "მაესტროსა" და GDS-ის ყურებისთვის დამატებით თანხა უნდა გადაიხადოს და ვვარაუდობთ, რომ მომხმარებელს მომსახურება მინიმუმ 5,50 ლარით გაუძვირდება. ეს რომ არ მოხდეს, მეორე ვარიანტი აღნიშნული არხების გათიშვაა, რის შემდეგაც მომხმარებელს ორი ვარიანტი დარჩება, "სეტ ტოპ ბოქსი" შეიძინოს, რომელიც 70 ლარამდე ღირს და ამ არხებზე სიგნალი მისი საშუალებით მიიღოს, რაც ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობას გაუჭირდება, რადგან ჩრდილიან ადგილებზე სატელევიზიო სიგნალი არ ვრცელდება, ხოლო მეორე ვარიანტია ეს მომსახურება შეიძინონ საკაბელოებისგან, რომლებიც თუ ამ არხებს ცალკე პაკეტის სახით გაყიდიან," - განმარტავს ის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გია გოგიტიძის თქმით, საკაბელოებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა პირობებზე არ დათანხემების შემთხვევაში, საბოლოო გამოსავალი აღნიშნული არხები გათიშვა იქნება.
"ამ ხელშეკრულების მიხედვით, მოალაპარაკება როგორ უნდა შედგეს, ვერ წარმომიდგენია. თუ მოსახლეობა მზად არის, მაგალითად, 2 ტელევიზორში 5-ს ნაცვლად, 10 ლარი გადაიხადოს, მაშინ მოლაპარაკებაზე საუბარი კიდევ შეიძლება," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ MRG-ს მოთხოვნებში ურთიერთგამომრიცხავი პუნქტებიცაა მითითებული, მაგალითად, შუამავალი კომპანია უფლებამოსილია, სამაუწყებლო ეთერის კონრეტული ნაწილის, მაგალითად, რაიმე გადაცემის ან ფილმის ტრანსლირების შეჩერება მოითხოვოს, რაც ტრანზიტორის მიერ აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. თუმცა, გია გოგიტიძის თქმით, ეს კანონით აკრძალულია და ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში ამ საკითხზე თავად MRG-საც აქვს საუბარი.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ერთი პაკეტის რამდენიმე ტელევიზორზე გამოყენება შეგვიძლია, რაშიც დამატებით თანხას არ ვიხდით, გარდა ამისა, ტრანზიტორისთვის არც ჩამოთვლილი ტელევიზიების საფასურის გადახდა გვიწევს. დათანხმდებიან თუ არა პირობებს საკაბელოები, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მარიამ მენაბდიშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თუ მომხმარებელი 6 ქართული ტელევიზიისა და ქსელში ჩართული ერთზე მეტი ტელევიზორის საფასურს ცალ-ცალკე არ გადაიხდის, ტელევიზიებისა და საკაბელოების შუამავალ კომპანია MRG-ს საკაბელოების 20 000$-ით დაჯარიმების უფლება ექნება, - ამის შესახებ Allnwes.ge-ს საკაბელო ოპერატორის CTV1-ის დამფუძნებელმა, გია გოგიტიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანია MRG-ის მიერ შედგნილ ხელშეკრულებაზე, საკაბელოებს ჯერ ხელი არ მოუწერიათ, თუმცა, თუ მის მიერ წაყენებულ პირობებს დათანხმდებიან, ნებისმიერი მათგანის დარღვევის შემთხვევაში, ტრანზიტორები ვალდებულები იქნებიან, შუამავალ კომპანიას 20 000$ გადაუხადონ.
"წაყენებულ პირობებზე დათანხმების შემთხვევაში, მომხმარებელმა "რუსთავი 2"-ის, Comedy არხის, "მარაოს," "იმედის," "მაესტროსა" და GDS-ის ყურებისთვის დამატებით თანხა უნდა გადაიხადოს და ვვარაუდობთ, რომ მომხმარებელს მომსახურება მინიმუმ 5,50 ლარით გაუძვირდება. ეს რომ არ მოხდეს, მეორე ვარიანტი აღნიშნული არხების გათიშვაა, რის შემდეგაც მომხმარებელს ორი ვარიანტი დარჩება, "სეტ ტოპ ბოქსი" შეიძინოს, რომელიც 70 ლარამდე ღირს და ამ არხებზე სიგნალი მისი საშუალებით მიიღოს, რაც ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობას გაუჭირდება, რადგან ჩრდილიან ადგილებზე სატელევიზიო სიგნალი არ ვრცელდება, ხოლო მეორე ვარიანტია ეს მომსახურება შეიძინონ საკაბელოებისგან, რომლებიც თუ ამ არხებს ცალკე პაკეტის სახით გაყიდიან," - განმარტავს ის.
გია გოგიტიძის თქმით, საკაბელოებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა პირობებზე არ დათანხემების შემთხვევაში, საბოლოო გამოსავალი აღნიშნული არხები გათიშვა იქნება.
"ამ ხელშეკრულების მიხედვით, მოალაპარაკება როგორ უნდა შედგეს, ვერ წარმომიდგენია. თუ მოსახლეობა მზად არის, მაგალითად, 2 ტელევიზორში 5-ს ნაცვლად, 10 ლარი გადაიხადოს, მაშინ მოლაპარაკებაზე საუბარი კიდევ შეიძლება," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ MRG-ს მოთხოვნებში ურთიერთგამომრიცხავი პუნქტებიცაა მითითებული, მაგალითად, შუამავალი კომპანია უფლებამოსილია, სამაუწყებლო ეთერის კონრეტული ნაწილის, მაგალითად, რაიმე გადაცემის ან ფილმის ტრანსლირების შეჩერება მოითხოვოს, რაც ტრანზიტორის მიერ აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. თუმცა, გია გოგიტიძის თქმით, ეს კანონით აკრძალულია და ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში ამ საკითხზე თავად MRG-საც აქვს საუბარი.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ერთი პაკეტის რამდენიმე ტელევიზორზე გამოყენება შეგვიძლია, რაშიც დამატებით თანხას არ ვიხდით, გარდა ამისა, ტრანზიტორისთვის არც ჩამოთვლილი ტელევიზიების საფასურის გადახდა გვიწევს. დათანხმდებიან თუ არა პირობებს საკაბელოები, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მარიამ მენაბდიშვილი
მკითხველის კომენტარები
(3)
გაკეთდეს ცალკე პაკეტი!
თუ ამ ექვსი, საკაბელო არხებიდან ერთ-ერთი ,,ცრუ+სთავი-2,, იქნება, პირიქით, მადლობელი დაგრჩებით.