
მოქალაქეობა ჩემს მეუღლეს უფრო სჭირდება, ვიდრე მე, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა.
როგორც მუსტაფაევამ ჟურნალისტებს განუცხადა, ძველი თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომებზე იქნება საუბარი.
"ეს არ არის დაკითხვა. ჩვენ საუბარი გვექნება უსაფრთხოების ზომებზე. კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ მე არ ვაპირებ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. ჩემი მეუღლის, აფგან მუხთარლის საქმე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი უსაფრთხოება ან ჩემი მოქალაქეობა. დახმარება მე კი არა, აფგან მუხთარლის სჭირდება, მოქალაქეობა მას უფრო სჭირდება, ვიდრე მე", - განაცხადა აფგან მუხთარლის მეუღლემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, 29 მაისს, გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, ოჯახის მტკიცებით, მუხთარლი გაიტაცეს და საზღვარზე იძულებით უკანონოდ გადაიყვანეს, ვინაიდან მას პასპორტი თან არ ჰქონია. მათივე მტკიცებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ასევე 10 ათასი ევრო ჩაუდეს.
დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები აქვს წაყენებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მოქალაქეობა ჩემს მეუღლეს უფრო სჭირდება, ვიდრე მე, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა.
როგორც მუსტაფაევამ ჟურნალისტებს განუცხადა, ძველი თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომებზე იქნება საუბარი.
"ეს არ არის დაკითხვა. ჩვენ საუბარი გვექნება უსაფრთხოების ზომებზე. კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ მე არ ვაპირებ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. ჩემი მეუღლის, აფგან მუხთარლის საქმე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი უსაფრთხოება ან ჩემი მოქალაქეობა. დახმარება მე კი არა, აფგან მუხთარლის სჭირდება, მოქალაქეობა მას უფრო სჭირდება, ვიდრე მე", - განაცხადა აფგან მუხთარლის მეუღლემ.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, 29 მაისს, გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, ოჯახის მტკიცებით, მუხთარლი გაიტაცეს და საზღვარზე იძულებით უკანონოდ გადაიყვანეს, ვინაიდან მას პასპორტი თან არ ჰქონია. მათივე მტკიცებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ასევე 10 ათასი ევრო ჩაუდეს.
დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები აქვს წაყენებული.
მკითხველის კომენტარები
(1)
ამ ოჯახის სისუფთავეში ეჭვი მეპარება. ასევე,ჩემს გარშემო ყველას.