საზოგადოება
10.06.2017 / 10:06
შრიფტის ზომა:

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, მოწმდება რესტორნებისა და კაფე-ბარების, ასევე მათი სამზარეულოების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პროდუქტის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, სურსათის ეტიკეტირება, ტემპერატურული რეჟიმი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის თქმით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რათა ტურისტულად დატვირთულ ადგილებში მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მომხმარებლის და ჩამოსული სტუმრების ინტერესი.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია საზოგადოებრივი კვების ობიექტებში უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით, ეფექტიანი კონტროლის განხორციელება. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რათა ტურისტულად დატვირთულ ადგილებში მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მომხმარებლის და ჩამოსული სტუმრების ინტერესი. მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჩართულობაც, რაზეც საინფორმაციო კამპანიას ვატარებთ და მოვუწოდებთ მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ითანამშრომლოს სააგენტოსთან", - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 3687 ინსპექტირება განახორციელეს, მათ შორის 810 - საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, რომელთაგანაც საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 46-ს.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშის აღება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში დარეკოს ცხელ ხაზზე: 15-01.

მკითხველის კომენტარები
(5)

ჯონი
17 დეკემბერი , 2017 13:12

ეს სურსათის სააგენტო გამომძალველების ბუდე ! პირიქით სადაც მივლენ არ უნდა შეუშვათ იქ!!! <br />ამათ მაფიოზი პარლამენტარები კრიშავენ !!! ვინმემ რო მიხსენოს ესე არააო ფაქტობრივ მასალას უტყუარ და კანონიერ ძალაში მYოფ დოკუმენტებს შევთხრი პირში და ერთ ადგილას !!! ძირს მაფიოზები!

zaza
11 ივნისი , 2017 04:06

ახალი კორუფციის ბუდე. საბჭოთა კავშირში ვბრუნდებუთ.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge