წუხელ ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სამსახურში საქართველოს მასშტაბით 437 გამოძახება დაფიქსირდა
წუხელ ძლიერი წვიმის გამო საქართველოს მასშტაბით 437, ხოლო თბილისში 401 გამოძახება დაფიქსირდა. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, გამოძახებები ძირითადად შეეხებოდა ეზოებისა და სადარბაზოების დატბორვის შემთხვევებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულის ან დაღუპულის შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა.
"წუხელ ძლიერი წვიმის გამო საქართველოს მასშტაბით 437 გამოძახებება დაფიქსირდა. რაც შეეხება თბილისს, 401 გამოძახება დაფიქსირდა. ვმუშაობდით საგანგებო რეჟიმში. აბსოლუტურად ყველა დაფიქსირებულ შეტყობინებაზე მოხდა რეაგირება სამაშველო ჯგუფების მიერ. ძირითადად გამოძახებები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს შეეხებოდა. იყო ეზოების, სადარბაზოების დატბორვის შემთხვევები. რეგიონებში იყო სახლების დატბორვის ფაქტები", - განაცხადეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
მკითხველის კომენტარები
(0)