28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
23.09.2018 / 07:09
შრიფტის ზომა:

ლომბარდები კოტრდებიან? - როგორ აისახა ახალი რეგულაციები ამ ტიპის კომპანიებზე?

ლომბარდები კოტრდებიან? - როგორ აისახა ახალი რეგულაციები ამ ტიპის კომპანიებზე?

მთავრობის ახალმა რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც ლომბარდებს უძრავი ქონების და ავტომობილის სანაცვლოდ სესხის გაცემა აეკრძალა, ერთ თვეში ლომბარდების ნაწილი გაკოტრებამდე მიიყვანა.

როგორც კომპანიების ნაწილი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, აღნიშულით უკმაყოფილოები არიან მომხმარებლებიც, რადგან მათ უმეტესობას ბანკებთან პრობლემები ჰქონდა და სესხის მიღების ერთადერთი ალტერნატივაც შეუზღუდეს.

ცნობისთვის, სალომბარდე საქმიანობაში სახლისა და ავტომანქანის გარანტიის სახით მიღების აკრძალვის ინიციატივა, მაშინდელ ფინანსთა, ამჟამად მოქმედ პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის, რომელიც რეგულაციის სახით 20 აგვისტოდან ამოქმედდა. მაშინ ლომბარდების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბინისა და ავტომანქანის გარანტიით დღიურად 10-მდე სესხს გასცემდნენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რეგულაციიდან ერთი თვის თავზე "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა შედეგი იქონია აკრძალვამ სალომბარდე საქმიანობაზე, რისთვისაც რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა.

მათი აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ რეგულაციამ მათ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა და მეტიც, რამდენიმე მათგანი უკვე გაკოტრების პირასაა.
ლომბარდების მფლობელების თქმით, ბიზნესის გადასარჩენად სხვა პროდუქციაზე საპროცენტო განაკვეთის მომატებასაც აზრი არ აქვს, რადგან მომხმარებლებს არსებულის გადახდაც უჭირთ.

"შეჩერებული გვაქვს მანქანებისა და სახლების სანაცვლოდ სესხის გაცემა. ამჟამად მხოლოდ რეგულაციამდე ჩადებული ავტომობილები გვაქვს. შესაბამისად, ამ კანონმა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი გავლენა იქონია ბიზნესზე. გვაქვს ტექნიკაც და სხვა ნივთებიც, თუმცა არ ვაპირებთ პროცენტის გაზრდას, რადგან მომხმარებლებს არსებულის გადახდაც უჭირთ",-განუცხადეს "ბიზნესპრესნიუსსს" ერთ-ერთ ლომბარდში.

ფაქტობრივად, სესხებს აღარ გასცემს თბილისში მოქმედი კიდევ ერთი ლომბარდი. მისი წარმომადგენელი "ბიზნესპრესნიუსთან" იმედს გამოთქვამს, რომ რაიმე შეიცვლება და საქმინობის გაგრძელებას შეძლებენ.

"აღარ გავცემთ სესხებს და ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ იქნებ რამე შეიცვალოს. ამ ეტაპზე მუშაობა საერთოდ შევაჩერეთ",- აცხადებენ ლომბარდში.

ლომბარდების ნაწილი მომხმარებლების უკმაყოფილებაზეც საუბრობს.
მათი თქმით, აღნიშნულმა რეგულაციამ სესხის სწრაფად მიღების უკანასკნელი ალტერნატივა წაართვა, რითიც ისინიც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

"რა გავლენაას იქონიებდა, ამდენი მომსახურე პერსონალი ვზივართ და ვუყურებთ ერთმანეთს პირდაღებულები. თურმე, მხოლოდ ბანკებმა უნდა იმუშაონ... ახალი კლიენტები აღარ ემატება და ვარ ძველებზე დამოკიდებული. ჩვენთან ძირითადად ის კონტინგენტი მოდიოდა, ვისაც ბანკთან ჰქონდა პრობლემა, ზოგი ოპერაციას იკეთებდა, ზოგს განსაბაჟებლად სჭირდებოდა ფული და ისინიც ძალიან ცუდ დღეში ჩააყენეს. მოკლედ, სალომბარდე ბიზნესში ძალიან ცუდი მდგომარეობაა", - აცხადებენ თბილისში მდებარე კიდევ ერთ ლომბარდში.

ლომბარდების მეპატრონეების თქმით, ამ ეტაპზე ვერც ბიზნეს საქმიანობის პროფილს იცვლიან, რადგან არ აქვთ გარანტია, რომ "მთავრობა ხვალ კიდევ ახალ რეგულაციას არ მიიღებს".

წაიკითხეთ დასასრული bpn.ge-ზე

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მსგავსი სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პროკურატურა მზადაა "ბირჟა მაფიას" წევრებისთვის პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალოს | Allnews.Ge

პროკურატურა მზადაა "ბირჟა მაფიას" წევრებისთვის პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალოს

ჰიპ-ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახე - პატიმრობა შეიძლება ნაკლებად მსუბუქი ღონისძიებით შეიცვალოს, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების მიხედვით, პროკურატურა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი.

"ამ ეტაპზე მ. მ.-ს და გ. ქ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა. საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას"-ნათქვამია განცხადებაში.

ჰიპ-ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" წევრების საქმე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს შეეხება, გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. ამასთან პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის "ბირჟა მაფიას" წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

 

"ბირჟა მაფიას" წევრების საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა