
ავტოსაგზაო შემთხვევა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმის გამო დაზიანება, - ეს იმ შემთხვევების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შედეგად მიყენებულ ზარალსაც სადაზღვეო კომპანიები აგინაზღაურებენ.
კომპანიები ავტოდაზღვევის განსხვავებულ პირობებს გვთავაზობენ, თუმცა ყველა მათგანი ტარიფებს ინდივიდუალურად, შემთხვევის შესწავლის შემდეგ ადგენს. Allnews.ge დაინტერესდა, რა პირობებსა და საშუალო ტარიფებს გვთავაზობენ სადაზღვეო კომპანიები, რის შესახებაც რამდენიმე მათგანს ესაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, ავტომობილის დაზღვევა 21 წლის ასაკიდან, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. კომპანიები ავტოდაზღვევაზე ტარიფს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ადგენენ. კერძოდ, ავტომობილის მართვის გამოცდილების (რაც უფრო მცირეა გამოცდილება, ავტოდაზღვევის ღირებულება მცირედით, მინიმუმ 1$-ით, თუმცა იმატებს), ავტომობილის ღირებულებისა და თქვენი ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ავტომობილის დაზღვევის ფასი, მისი ღირებულების დაახლოებით, 3,5%-დან იწყება, თუმცა, ფასი პაკეტის მიხედვით იცვლება. მაგალითად, თუ მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება გსურთ, შედარებით ნაკლებს გადაიხდით, რადგან ფასი რისკების დაზღვევის მიხედვით იმატებს.
რაც შეეხება პირობებს, სადაზღვეო კომპანიები მაქსიმუმ 20 წლის ავტომობილებს აზღვევენ. რაც შეეხება თანხის ანაზღაურებას, მცირე დაზიანების შემთხვევაში, კომპანიები 1 000 ლარამდე მიყენებულ ზარალს შემთხვევის ადგილზე ვითარების შეფასების შემდეგ აგინაზღაურებენ, ხოლო თუ ზარალი უფრო დიდია, მაშინ სპეციალისტები მას როგორც ადგილზე, ისე კომპანიაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეისწავლიან, და თანხას ამის შემდეგ მიიღებთ.
"ჩვენი პაკეტის მიხედვით, თუ შემთხვევის შედეგად ავტომობილის დაზიანება 70%-ს აღემატება, კომპანია თანხას სრულად აგინაზღაურებთ. გარდა ამისა, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა თქვენი მიზეზით მოხდა, 5 000$-მდე ზიანს როგორც თქვენ, ისე თქვენ მიერ დაზარალებულ პირებს უნაზღაურებს (შემთხვევის დროს ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არ უნდა იმყოფებოდეთ ან სუიციდის მცდელობა არ უნდა გქონდეთ)," - განმარტავენ ერთ-ერთ სადაზღვეო კომპანიაში.
ავტოდაზღვევის სასურველი პაკეტის შეძენის შემდეგ, გადასახდელ თანხას თვეების მიხედვით გადაანაწილებთ ან სრულად დაფარავთ. გარდა ამისა, რაც უფრო ძვირადღირებულ პაკეტს შეიძენთ, კომპანიები "საჩუქრად" უფრო მეტ მომსახურებას შემოგთავაზებენ, მაგალითად, ავტოსერვისსა და "სითი პარკის" ერთწლიან უფასო პარკირებას, ნებისმიერ ტერიტორიაზე საწვავის გამოლევის შემთხვევაში კომპანიასთან კომუნიკაციის შედეგად მომარაგებას, მინის დაზიანების აღმოფხვრას, ევაკუატორის უფასო მომსახურებას, მძღოლის ან მგზავრების შემთხვევის ადგილიდან ტრანსპორტირებას.
"ავტომობილის დაზღვევის ფასები 35 ლარიდან იწყება, თუმცა უფრო ძვირადღირებული პაკეტის შემთხვევაში, საჩუქრებიც ემატება. მნიშვნელოვანია, რომ გარდა წყალდიდობისა და ქარიშხლის შედეგად დაზიანებისა, ზოგიერთ პოლისში სეტყვისგან და მიწისძვრისგან მიღებული ზარალიც გათვალისწინებულია," - აღნიშნეს ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანიებში ასევე აღნიშნავენ, რომ მომხმარებლების ავტოდაზღვევით დაინტერესება იზდება და ისინი ძირითადად, ბოლო წლებში გამოშვებულ ავტომობილებს აზღვევენ.
მარიამ მენაბდიშვილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ავტოსაგზაო შემთხვევა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმის გამო დაზიანება, - ეს იმ შემთხვევების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შედეგად მიყენებულ ზარალსაც სადაზღვეო კომპანიები აგინაზღაურებენ.
კომპანიები ავტოდაზღვევის განსხვავებულ პირობებს გვთავაზობენ, თუმცა ყველა მათგანი ტარიფებს ინდივიდუალურად, შემთხვევის შესწავლის შემდეგ ადგენს. Allnews.ge დაინტერესდა, რა პირობებსა და საშუალო ტარიფებს გვთავაზობენ სადაზღვეო კომპანიები, რის შესახებაც რამდენიმე მათგანს ესაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, ავტომობილის დაზღვევა 21 წლის ასაკიდან, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. კომპანიები ავტოდაზღვევაზე ტარიფს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ადგენენ. კერძოდ, ავტომობილის მართვის გამოცდილების (რაც უფრო მცირეა გამოცდილება, ავტოდაზღვევის ღირებულება მცირედით, მინიმუმ 1$-ით, თუმცა იმატებს), ავტომობილის ღირებულებისა და თქვენი ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით.
ავტომობილის დაზღვევის ფასი, მისი ღირებულების დაახლოებით, 3,5%-დან იწყება, თუმცა, ფასი პაკეტის მიხედვით იცვლება. მაგალითად, თუ მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება გსურთ, შედარებით ნაკლებს გადაიხდით, რადგან ფასი რისკების დაზღვევის მიხედვით იმატებს.
რაც შეეხება პირობებს, სადაზღვეო კომპანიები მაქსიმუმ 20 წლის ავტომობილებს აზღვევენ. რაც შეეხება თანხის ანაზღაურებას, მცირე დაზიანების შემთხვევაში, კომპანიები 1 000 ლარამდე მიყენებულ ზარალს შემთხვევის ადგილზე ვითარების შეფასების შემდეგ აგინაზღაურებენ, ხოლო თუ ზარალი უფრო დიდია, მაშინ სპეციალისტები მას როგორც ადგილზე, ისე კომპანიაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეისწავლიან, და თანხას ამის შემდეგ მიიღებთ.
"ჩვენი პაკეტის მიხედვით, თუ შემთხვევის შედეგად ავტომობილის დაზიანება 70%-ს აღემატება, კომპანია თანხას სრულად აგინაზღაურებთ. გარდა ამისა, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა თქვენი მიზეზით მოხდა, 5 000$-მდე ზიანს როგორც თქვენ, ისე თქვენ მიერ დაზარალებულ პირებს უნაზღაურებს (შემთხვევის დროს ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არ უნდა იმყოფებოდეთ ან სუიციდის მცდელობა არ უნდა გქონდეთ)," - განმარტავენ ერთ-ერთ სადაზღვეო კომპანიაში.
ავტოდაზღვევის სასურველი პაკეტის შეძენის შემდეგ, გადასახდელ თანხას თვეების მიხედვით გადაანაწილებთ ან სრულად დაფარავთ. გარდა ამისა, რაც უფრო ძვირადღირებულ პაკეტს შეიძენთ, კომპანიები "საჩუქრად" უფრო მეტ მომსახურებას შემოგთავაზებენ, მაგალითად, ავტოსერვისსა და "სითი პარკის" ერთწლიან უფასო პარკირებას, ნებისმიერ ტერიტორიაზე საწვავის გამოლევის შემთხვევაში კომპანიასთან კომუნიკაციის შედეგად მომარაგებას, მინის დაზიანების აღმოფხვრას, ევაკუატორის უფასო მომსახურებას, მძღოლის ან მგზავრების შემთხვევის ადგილიდან ტრანსპორტირებას.
"ავტომობილის დაზღვევის ფასები 35 ლარიდან იწყება, თუმცა უფრო ძვირადღირებული პაკეტის შემთხვევაში, საჩუქრებიც ემატება. მნიშვნელოვანია, რომ გარდა წყალდიდობისა და ქარიშხლის შედეგად დაზიანებისა, ზოგიერთ პოლისში სეტყვისგან და მიწისძვრისგან მიღებული ზარალიც გათვალისწინებულია," - აღნიშნეს ერთ-ერთ კომპანიაში.
კომპანიებში ასევე აღნიშნავენ, რომ მომხმარებლების ავტოდაზღვევით დაინტერესება იზდება და ისინი ძირითადად, ბოლო წლებში გამოშვებულ ავტომობილებს აზღვევენ.
მარიამ მენაბდიშვილი
მკითხველის კომენტარები
(0)