მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა
მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა. როგორც შემთხვევის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არავის მიუღია.
ავტომობილში, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა, მძღოლმა მართვა დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ფერდობზე ბუნებივი აირის მილს შეეჯახა, რის შემდეგაც მდინარე ვერეს ხეობაში ჩავარდა.
ავტომობილის გზავრები ამჟამად უკვე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.