
ბათუმში, ეშმაკის ბორბლიდან 67 წლის მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ განაცხადა, სასწრაფო დახმარები ბრიგადას მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
გადმოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.