30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
16.06.2017 / 05:06
შრიფტის ზომა:

ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ხდება - აფგან მუხთარლის მეუღლე

ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ამ ეტაპზე უკვე ხდება, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ "რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა.

დაკავებული ჟურნალისტის მეუღლე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების მოთხოვნა გამოძიების საფუძვლიანი ჩატარებაა, რაც მისი აზრით, ამ ეტაპზე არ ხდება.

"ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუციის ერთ-ერთ პარაგრაფში ნათქვამია, რომ აფგან მუხთარლი საქართველოდან კრიმინალური პოლიციის ფორმებში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. ერთ-ერთი მოთხოვნა ქართული მხარის მიმართ არის ის, რომ გარანტირებული იყოს აზერბაიჯანელების უსაფრთხოება საქართველოში და არ მოხდეს მათი გადაცემა სამშობლოში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რეზოლუცია ასევე მოითხოვს საქართველოდან საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას. აქ ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტარებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ქართული მხარე გატაცების ოპერაციაში მონაწილეობდა.

ამ ეტაპზე გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს. პოლიციას უნდა მოეპოვებინა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა ამბობენ, რომ გატაცების ამსახველი ვიდეომასალა არ არსებობს. მათ აფგან მუხთარლისგან ჩვენება უნდა აიღონ. ქართველი სამართალდამცველები ამისთვის ბაქოში უნდა ჩავიდნენ, თუმცა ჩვენი აზრით, ისინი აზერბაიჯანელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავენ. ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ამ ეტაპზე უკვე ხდება," - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ხდება - აფგან მუხთარლის მეუღლე | Allnews.Ge