
"საქართველოში ამ პროდუქტის შეძენა წასახალისებელია, სახელი "აიისაც", სწორედ ამიტომ შევარჩიე" - განმარტავს პირველი ქართული პრეზერვატივის ბრენდის ავტორი, ანანია გაჩეჩილაძე, თავის ბიზნეს-იდეაზე საუბრისას.
მისი თქმით, პროდუქციის რეალიზაციაზე არჩევანი მისი ერთჯერადი მოხმარების გამო შეაჩერა, რაც პრეზერვატივის გაყიდვას ფინანსურად უფრო მომგებიანს ხდის.
"იდეა შარშან Gem Fest-ზე ყოფნისას დამებადა.
მიუხედავად იმისა, რომ მატერიალისტი არ ვარ, დავინახე, რომ ბაზარზე ბევრ ისეთ რამეზე იყო მოთხოვნა, რისი მიწოდებაც არ ხორციელდებოდა. "აიისას" სლოგანია "ყველგან, სადაც შედიხარ," როდესაც მომხმარებელი ამ ლოზუნგს წაიკითხავს, დაინტერესდება, რა პროდუქტზეა საუბარი. "აიისას" შეძენა ნებისმიერ ფესტივალზე, კლუბებში, სპეციალურ ავტომატებსა და ინტერნეტშიც შეგიძლიათ," - აღნიშნავს ანანია და დასძენს, რომ ბრენდის შექმნა სოციალურ კამპანიასაც ემსახურება, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში გამოიხატება.
"პროდუქციის ექსპორტზე გატანას კავკასიის რეგიონშიც ვაპირებ".
რაც შეეხება კოლექციებს, ისინი მუდმივად ცვალებადია და არასდროს არ მეორდება. პრეზერვატივებზე გარდა ფოტოსურათებისა, ლიტერატურული ფრაზები, ლგბტ დროშა, ქართლის დედა, დმანისელი ჰომინიდები: მზია და ზეზვა და სხვა თემატური გამოსახულებებია დატანილი.