02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ყვარელში დღეს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა | Allnews.Ge

ყვარელში დღეს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში დღეს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ექვსი მოქალაქიდან სამი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, წლისა და 2 თვის ბავშვი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა მძიმეა.

დარჩენილი სამი კი, რომლებიც ყვარლის საავადმყოფოში განათავსეს, მსუბუქად იყვნენ დაშავებულები და ამ დროისთვის უკვე სახლში გაწერეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში რამდენიმე საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ბე ემ ვე"-სა და "ოპელის" მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები კი ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტრომ საქმე 267-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღძრა. მიმდინარეობს გამოძიება.

ავტოავარია, სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია.