02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პეკინზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს | Allnews.Ge

პეკინზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს

პეკინის გამზრიზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს, - ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გივი კუბლაშვილმა პეკინის გამზირზე განაცხადა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

როგორც გივი კუბლაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით, 5 სხვადასხვა ნიშნულია, სადაც სამუშაოები დაიწყო და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

"აბსოლუტურად ყველანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაცია მოხდება, როგორც წყლის, ასევე საკანალიზაციო. ამასთან, "თელასი" შეასრულებს გარკვეულ სამუშაოს და ყველა საკომუნიკაციო კომპანია მობილიზებულია და ყოველდღიურად იმორიგევებენ, რათა ნებისმიერი შეფერხების დროს პრობლემის დროული აღმოფხვრა მოხდეს", - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.