საზოგადოება
19.06.2017 / 18:06
შრიფტის ზომა:

ზაალ უდუმაშვილმა "რუსთავი 2" დატოვა

ზაალ უდუმაშვილმა "რუსთავი 2" დატოვა

"კურიერის" წამყვანი ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა. "ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც "კურიერის" წამყვანის. დღეს მე 25- წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ. ჩვენ ამიერიდან სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი, მთელი ამ წლების განმავლობაში მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა, ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე აქტიური პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს. ბრძოლის გამოცდილება ნამდვილად მაქვს. გავიარე ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა და შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, თუ როგორ ვებრძოლო უსამართლობას. მე "რუსთავი 2"-ის გუნდთან და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა ქვეყანას მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიმარჯვო ამ ბრძოლაში და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი. ბოლოს მინდა მადლობა ვუთხრა ყველა "რუსთავი 2"-ელს იმ წლებისთვის, რომელიც აქ გავატარე. უდიდესი მადლობა თქვენ, რომლის თანადგომასაც ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი. მე თქვენთვის ვმუშაობდი, როგორც ჟურნალისტი და თქვენს სამსახურში ვიქნები მომავალშიც, პოლიტიკაში", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა 9 საათიანი "კურიერის" დასრულების შემდეგ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(2)

მარინა
20 ივნისი , 2017 10:06

ზაალ, შანსი არ გექნება.იმიტომ კი არა რომ ცუდი პიროვნება ხარ. იმიტომ რომ ნაცმოძრაობიდან იყრი კენჭს

ნაზიბროლა
19 ივნისი , 2017 18:06

ზალიკოს გაპიარებაში სოროსი გაფინანსებთ?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ზაალ უდუმაშვილმა "რუსთავი 2" დატოვა | Allnews.Ge