21 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი რეისები დაემატება | Allnews.Ge

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი რეისები დაემატება

გაზრდილი მგზავრთნაკადის ეფექტურად მომსახურების მიზნით, სს "საქართველოს რკინიგზა" მიმდინარე წლის 23 ივნისს, თბილისი-ბათუმისა და 25 ივნისს, ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალ შემადგენლობას ამატებს.

როგორც რკინიგზიდან გვაცნობეს, შვეიცარული კომპანია "შტადლერის" ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს შეასრულებს ახალი განრიგით; კერძოდ, ელექტრომატარებელი №808 თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 23 ივნისს - 10:30 საათზე და ბათუმში ჩავა 15:29 საათზე. ხოლო ელექტრომატარებელი №807 25 ივნისს ბათუმიდან გამოვა 17:05 საათზე და თბილისში დაბრუნდება 22:00 საათზე.