
ისრაელი სამკვირიან საყოველთაო კარანტინს აწესებს, რომელიც ძალაში ებრაულ ახალ წელს, პარასკევიდან შედის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეზღუდვები ითვალისწინებს: დახურულ სივრცეებში 10-ზე, ღიაში კი-20-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას, სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების დახურვას. შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მხოლოდ 500 მეტრის რადიუსით შეეძლებათ გადაადგილება, გამონაკლისი მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში დაიშვება.
გარდა ამისა, არასამთავრობო ოფისებსა და ბიზნესებს შეუძლიათ კარანტინის პერიოდში ღია დარჩნენ, თუმცა მომხმარებლების მიღების უფლება არ ექნებათ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ შეზღუდვის ახალი ზომების გამო "ყველას დიდი ფასის გადახდა მოუწევს", მაგრამ, მისი განმარტებით, წინა კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირების 3 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა და მომდევნო დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 153 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 108 ადამიანი დაღუპულია.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩვენ არ ვართ კმაყოფილი გამოძიებით. ერთი თვე გავიდა და სერიოზული შედეგები არ არის, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა.
"პირველ რიგში, მსურს პირადად გადავუხადო მადლობა საქართველოს პრეზიდენტს იმ პოზიციისთვის, რომელიც მან დაიკავა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლები იგივე სიტყვებს იმეორებდნენ, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ამბობდა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპირისპირო პოზიცია დაიკავა. ის მოიქცა, როგორც ნამდვილი პრეზიდენტი", - აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.
მისი თქმით, "საქართველოს პოლიციას არაფერი წარმოუდგენია, გარდა რამდენიმე ვიდეოჩანაწერისა".
"ჩვენ არ ვართ კმაყოფილი გამოძიებით. ერთი თვე გავიდა და სერიოზული შედეგები არ არის. მათ არ გამოუვლენიათ პირები, ვინც გაიტაცა აფგან მუხთარლი და ვინც გატაცების ბრძანება გასცა. ეს კი ნიშნავს, რომ თავიანთ თავს აფარებენ ხელს. ეს რომ ყოფილიყო პატარა დანაშაულებრივი ჯგუფი, ისინი მათ იმავე დღესვე გამოავლენდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მოხელეები არიან ჩართულნი ამ საქმეში. ამიტომაც არ სურთ ამ საქმის გამოძიება", - განმარტა მან.
ლეილა მუსტაფაევამ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს სთხოვს, ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა გავლენა მოახდინოს მთავრობაზე და მინისტრებზე და აფგან მუხთარლის საკითხი საქართველოს დღის წესრიგში დარჩეს.
მკითხველის კომენტარები
(0)