28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისის მერია ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დროებით მარშრუტებს აწესებს | Allnews.Ge

თბილისის მერია ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დროებით მარშრუტებს აწესებს

თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს. როგორც მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტობუსები მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან.

"დროებით მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:

მეტრო "ახმეტელის თეატრი" - 175-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მ/რ-ში 175-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. ავტობუსი უკუმიმართულებითაც იგივე მარშრუტს გაივლის.

მეტრო "ახმეტელის თეატრი" – 39, 173 და 177-ე საჯარო სკოლები. მოძრაობას დაიწყებს ხიზანიშვილის ქუჩიდან, მარჯვნივ შეუხვევს ნანეიშვილის ქუჩაზე, გაივლის 39-ე და 173-ე საჯარო სკოლებს და კეცხოველის ქუჩით 177-ე საჯარო სკოლასთან მივა. ავტობუსი მეტრო "ახმეტელთან" ნანეიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების გავლით დაბრუნდება.

მეტრო "ვარკეთილი" – 117-ე საჯარო სკოლა. ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, მობრუნდება "ვარკეთილის ხიდებამდე", მარჯვნივ შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრობას 117-ე საჯარო სკოლასთან დაასრულებს. უკუმიმართულებით კი, შუამთის, კალოუბნისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით კვლავ მეტრო "ვარკეთილთან" დაბრუნდება.

მეტრო "სამგორის" ზედა გასასვლელი - 103-ე საჯარო სკოლა. მოძრაობას მეტრო "სამგორის" მიმდებარედ კახეთის გზატკეცილიდან დაიწყებს, შეუხვევს კაკაბეთის ქუჩაზე და მგზავრებს ყვარლის მოედანზე 103-ე საჯარო სკოლასთან მიიყვანს. უკუმიმართულებით ავტობუსი კაკაბეთისა და რამიშვილის ქუჩების გავლით კახეთის გზატკეცილზე დაბრუნდება და მოძრაობას მეტრო "სამგორის" ზედა გასასვლელთან დაასრულებს".