24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
20.09.2017 / 08:09
შრიფტის ზომა:

როგორ მოვიქცეთ თუ მართვის მოწმობის 100 ქულა ამოიწურა

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა. თითოეულ სამართალდარღვევაზე მძღოლს ფულადი ჯარიმის დაკისრებასთან ერთად მართვის მოწმობის 100 ქულიდან გარკვეული რაოდენობაც ეჭრება. ბოლო ინფორმაციით, ამ დრომდე მართვის მოწმობის ქულები მხოლოდ ერთ ადამიანს ამოეწურა.

საინტერესოა, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ 100 ქულა ამოიწურა?

მძღოლს მეორე დღესვე შეეძლება თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება და 100 ქულიანი მართვის მოწმობის ხელახლა აღება. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაწყებული, ყოველი წლის 1-ელ იანვარს კი დარჩენილი ქულები განულდება და მძღოლებს ახალი 100 ქულა დაერიცხებათ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ახალი კანონმდებლობით მძღოლს რჩება ალტერნატივა ჩააბაროს გამოცდა თუ დაელოდოს 1-ელ იანვარს, რომ ქულები დაერიცხოს. ამ საკითხის განხილვის დროს გავითვალისწინეთ ის კატეგორია, რომლისთვისაც მძღოლობა პროფესიული საქმიანობაა. სწორედ ამიტომ ნებადართულია, 100 ქულის ამოწურვისთანავე გამოცდის ჩაბარება და ავტომობლის მართვის უფლების ხელახლა მიღება," - განმარტავს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

დარღვევები, რომელთა გამოც მძღოლებს მართვის მოწმობაზე ყველაზე მეტი ქულა დააკლდათ

100 ქულის ამოწურვის შემდეგ გამოცდების ჩასაბარებლად გარკვეული გადასახადი არ იქნება. გამოცდების ჩაბარება სტანდარტული წესების დაცვით მოხდება.

1-ელი ივლისიდან გამკაცრდა წესები ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზეც. მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდება 1 წლით. თუმცა, 3 თვის შემდეგ შემდეგ მართვის მოწმობა ჩამორთმეულ ადამიანს შეეძლება გამოცდის ხელახლა ჩაბარება.

კიდევ ერთი ალტერნატივაა 1000 ლარის გადახდა და შსს მინისტრის სახელზე შეწყალების განცხადების დაწერა. თუ შეწყალება მოხდა, აღნიშნული ოდენობის თანხას გადაიხდის დაჯარიმებული და მას მართვის მოწმობა აღუდგება. ძველი კანონმდებლობით გამოცდის ჩასაბარებლად 3 თვე ლოდინი არ იყო საჭირო. შეწყალების ჯარიმა კი 700 ლარს შეადგენდა.

"ნასვამობასთან მიმართებაში კანონმდებლობა გამკაცრდა, თუმცა ესეც არაა საკმარისი. დასავლურ ქვეყნებში კანონმდებლობა გაცილებით მკაცრია. 6 თვიანი და 1 წლიანი ჩამორთმევა კი არა, რიგ შემთხვევაში 10 წლითაც კი ართმევენ მართვის მოწმობას. შეიძლება რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც კი დაწესდეს. ეს საზოგადოების დამოკიდებულებისა და მიდგომის შესაცვლელად, პრობლემის უკეთესად გასააზრებლადაა საჭირო," - ამბობს ლალიაშვილი.

მძღოლების გზამკვლევი - 50-ზე მეტი დარღვევა, რომელზეც ხვალიდან ქულები ჩამოგაკლდებათ

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მკითხველის კომენტარები
(3)

გიორგი
30 ივნისი , 2017 21:06

ტუ ტაქსმა მოქალაქეს გაუჩერა დაჯარიმდებაა?

ოლიკო
30 ივნისი , 2017 13:06

ქალაქს მალე დეატყობა ეს 100 ქულიანი

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ მოვიქცეთ თუ მართვის მოწმობის 100 ქულა ამოიწურა | Allnews.Ge