
2 და 3 ივლისს დასავლეთში, ხოლო 3 და 4 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 34-39ºC ფარგლებში დაფიქსირდება და შესაძლებელია, ცალკეულ რეგიონებში 40ºC-ს მიაღწიოს, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განუცხადა.
სინოპტიკოსის თქმით, 1 ივლისს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოსა და ღამის საათებში შესაძლებელია ხამოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა კი დაახლოებით 29-34 გრადუსამდე გათბება, - "2 ივლისს დასავლეთ საქართველოში ღამით 19-24ºC, დღისით 35-40ºC სითბო იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ღამით 17-22ºC, ხოლო დღისით 32-37ºC სითბო დაფიქსირდება. თბილისში კი ღამით - 21, ხოლო დღისით 35ºC იქნება", - განმარტა ხათუნა ქოქოსაძემ.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს" ინფორმაციით, 3 ივლისს დასავლეთ საქართველოში ღამით ჰაერი 21-26 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით 35-40 გრადუსამდე; აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამით 19-24, ხოლო დღისით 33-38ºC იქნება. დედაქალაქში მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა 22-37 გრადუსია.
4 ივლისიდან ამინდი შეიცვლება. ცალკეულ რაიონებში, საღამოს საათებში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. მომდევნო დღეებში - 5 და 6 ივლისს შედარებით აგრილდება და უმეტეს რაიონში იწვიმებს, - "4 ივლისს დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამით 22-27, ხოლო დღისით 33-38ºC იქნება; აღმოსვლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამით 19-24, ხოლო დღისით 34-39ºC დაფიქსირდება", - განმარტვს ხათუნა ქოქოსაძე.
5 ივლისს დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, - "ჰაერის ტემპერატურა ღამით 19-24, ხოლო დღისით 28-33ºC დაფიქსირდება; აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურა ღამით 17-22, დღისით 33-38ºC იქნება", - აღნიშნავს სინოპტიკოსი.
რაც შეეხება 6 ივლისს, წვიმასთან ერთად, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში ღამით 17-22, დღისით 27-32ºC დაფიქსირდება; აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 18-23, დღისით 32-37ºC მოსალოდნელი.
6 ივლისს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და 22-33ºC სითბო დაფიქსირდება.
"გარემოს ეროვნულ სააგენტოში" ასევე განმარტავენ, რომ ივლისის შუა რიცხვებიდან საქართველოში საკმაოდ დაცხება და შედარებით უნალექო ამინდი იქნება.