
ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა ცეცხლის ლიკვიდირება და უსაფრთხოების დაცვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე მერმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია და ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. აბაშიძის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.